fbpx

გაიარეთ ეს ტესტი და შეიცანით საკუთარი თავი უკეთ

ავტორი ჟოლო
226 ნახვა

მოამზადეთ სუფთა ფურცელი და კალამი. შემოგთავაზებთ სახალისო ტესტს. წაკითხვის შემდეგ დასმულ კითხვას დაუფიქრებლად გაეცით პასუხი.

დაწერეთ ან დახატეთ ის ის, რაც პირველად მოგივათ თავში.

თუ მოახერხებთ, უცებ და დაუფიქრებლად გასცეთ კითხვას პასუხი, ამ გზით  შესძლებთ კონტაქტი დაამყაროთ თქვენს ქვეცნობიერთან.

მაშ ასე, დავიწყოთ.

1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიდიხართ ვიღაცასთან ერთად ტყეში, ვინ იქნებოდა ეს?

2. თქვენ მიდიხართ ტყეში და  შორი-ახლოს ხედავთ ცხოველს. რა ცხოველია ?

3. რას მოიმოქმედებთ იმის მერე, რაც თვალებში შეხედავთ ცხოველს?

4. თქვენ აგრძელებთ სიარულს ტყეში. ბილიკმა გაგიყვანთ მინდორზე, რომელზედაც დგას თქვენი ოცნების სახლი. რა ზომის არის სახლი? აღწერეთ.

5. შემოსაზღვრული აქვს თუ არა ღობე თქვენს ოცნების სახლს?

6. თქვენ შედიხართ ამ სახლში. გადიხართ სასადილო ოთახში და ხედავთ მაგიდას. რას ხედავთ მაგიდაზე და რა ხდება მის გარშემო? აღწერეთ.

7. გამოდიხართ და ტოვებთ სახლს უკანა კარებიდან. როგორც კი გამოხვედით, ხედავთ თქვენს თვალწინ, პირდაპირ ბალახებზე დადებულ ჯამს. რა მასალისგან არის ის დამზადებული?

8. რას მოიმოქმედებდით მისი დანახვისას?

9. თქვენ გადიხართთ ეზოს ბოლოში და  ხედავთ წყალსაცავს. როგორია წყალსაცავი?

10. თქვენ გჭირდებათ გზის გაგრძელება, როგორ აპირებთ მის გადალახვას?

პასუხები ახდენს თქვენი იდეალების და ფასეულობების დემონსტრირებას.

აი როგორ უნდა გაანალიზოთ:

1. ადამიანი, რომლის გვერდიდაც მიდიხართ – არის, უმთავრესი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში

2. წარმოდგენილი ცხოველი და მისი ზომა – სინამდვილეში წარმოადგენს, შინაგანად არსებულ,  ქვეცნობიერის პრობლემას. რაც მეტად დიდია ცხოველი, მით მეტად მძიმეა თქვენი ცხოვრება.

3. ხოლო ის თუ როგორი რეაქცია გაქვთ, ცხოველთან მოულოდნელ შეხვედრაზე – ანალოგიურად იქცევით, თქვენს წინაშე წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრისას (აგრესიულობა, პასიურობა ან გაქცევა).

4. სახლის ზომა – ეს არის თქვენი ამბიციურობის მასშტაბურობა. თუ სახლი ძალიან დიდია, შესაძლებელია თქვენ გაქვთ გადამეტებული მოლოდინი ცხოვრებისგან.

5. თუ სახლს არ არტყია ღობე, თქვენ – გახსნილი და შინაგანად თავისუფალი ადამიანი ხართ. თუ არის ღობე, მაშასადამე, თქვენ აფასებთ პირად სივრცეს და იგივეს ითხოვთ სხვისგანაც ანუ არასდროს არ შეხვალთ სხვის სივრცეში დაუკითხავად.

6. თუ თქვენ, სასადილო ოთახში ვერ დაინახავთ საკვებს, ყვავილებს ან ადამიანებს – ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანად ხართ უბედური, მარტოსული.

7. ჯამის სიმყარე, მასალა რისგანაც არის დამზადებული – ნიშნავს რამდენად მტკიცე და მყარი ურთიერთობები გაქვთ ოჯახში. თუ დაინახეთ: ერთჯერადი, „პლასტმასი“, შუშა… ამ შემთხვევაში თქვენ შფოთავთ და განიცდით თქვენი ოჯახის მომავალს.. თუ ჯამი იყო ფაიფურისგან და მეტალისგან, ე.ი. თქვენ, არ გაქვთ არაფერზე სანერვიულო.

8. ის თუ როგორ მოიქეცით ჯამის დანახვისას, ახასიათებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც გაქვთ ადამიანთან 1 კითხვიდან.

9. წყალსაცავის ზომა –    ეს არის თქვენი სექსუალურობის „აპეტიტი“.

10. მეორე ნაპირზე გასავლელად თუ რას აირჩევთ და არჩეულის შედეგად, რაც მეტად დასველდებით, მით მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ სექსს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება სულაც წყლის ტრანსპორტიც (ნავი, ტივი..) იხილოთ.

მთავარია, პასუხები კითხვაზე გაცემულ იქნას დაუფიქრებლად. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ, თქვენი ქვეცნობიერიდან რეალურ სურათს.

გისურვებთ წარმატებებს.

წყარო: zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment