fbpx

10 რამ, რაც ურთიერთობას აფუჭებს

ავტორი ჟოლო
139 ნახვა

ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ზოგჯერ თითქოს მოულოდნელად ფუჭდება, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ასე მარტივად სულაც არაა. რომელიმე მხარე ყოველთვის შეცდომას უშვებს. ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა გვთავაზობს 10 ძირითად მიზეზს, რის გამოც ურთიერთობები ფუჭდება.

 

1. კრიტიკულობა – ხშირ შემთხვევაში ძალიან კონსტრუქციული კრიტიკაც კი პარტნიორს ძალიან აფრთხობს და აშინებს.

 

2. დაჟინება, რომ პარტნიორი გახდეს ზუსტად ისეთი როგორიც თქვენ ხართ – ეს ურთიერთობას ხშირად მოსაწყენს ხდის.

 

3. ინტიმური გარემოსგან თავის არიდება – ფიზიკური თუ ემოციური სიახლოვისგან გაქცევა პარტნიორებს შორის ბზარს წარმოშობს.

 

4. დადანაშაულება – ამ ხერხს ურთიერთობის დროს ხშირად მიმართავენ. სიტყვები „მე ვგრძნობ“ შეურაცხმყოფელი და არასერიოზულია პარტნიორისთვის.

 

5. გარიგება – ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი და დამანგრეველი ურთიერთობისთვის არის იმის აღმოჩენა, რომ პარტნიორი თქვენგან სანაცვლოდ რაიმეს ელოდება.

 

6. სპონტანურობა ურთიერთობებში – ხშირად, როდესაც რომანის თავდაპირველი ეიფორია გაივლის და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჯდება წყვილმა აღარ იცის როგორ მოიქცეს და ყველაფერს სპონტანურად აკეთებს. ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყველა ნაბიჯი გააზრებული გქონდეთ.

 

7. ნეგატივზე ფოკუსირება – თუ თქვენ პაარტნიორში მხოლოდ უარყოფითი მხარეების ძებნას დაიწყებთ და ნეგატიურად განეწყობით ეს ბუნებრივია ურთიერთობას დასასრულისკენ წაიყვანს.

 

8. უარის თქმა მოსმენაზე – გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერში მართალი ხართ თქვენს ურთიერთობას დასასრულს უქადის.

 

9. დამალოთ საჭიროებები – თუ თქვენ არასდროს ეტყვით პარტნიორს რა გჭირდებათ შესაძლოა ის თავად ამას ვერასდროს მიხვდეს, რაც თქვენს გრძნობას მის მიმართ გააქრობს.

 

10. ჯადოსნური ურთიერთობის მოლოდინი – ზღაპარი მხოლოდ ზღაპარია, რაც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს, თქვენ კი აუცილებელია მიწაზე მყარად იდგეთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment