fbpx

”ალბათ, ამიტომაც მიყვარხარ და უშენობა არ გამომდის…”

ავტორი ჟოლო
230 ნახვა

როგორ განვსხვავდებით ერთმანეთისგან…

შენ გინდა, უყვარდე…

მე მინდა, მიყვარდეს…

და მაინც, ორივეს სიყვარული გვინდა…

როგორ არ ვგავართ ერთმანეთს…

შენ სულ გეშინია, სულ გადარჩენას ცდილობ, მაგრამ იმალები იქ, სადაც ჰაერიც კი არ გყოფნის…

მე სულ გარეთ მინდა, მინდა ვიცოცხლო და ვისუნთქო ხარბად…

და მაინც, ჩვენ ორივეს გვინდა სიცოცხლე…

როგორ სხვადასხვა ვართ…

შენ გინდა, შენეული ქაოსით მოიპოვო ბედნიერება…

მე მინდა ჩემეული წესრიგი შევქმნა და ვიბედნიერო ყოველი წამით…

და მაინც, ორივეს ჩვენეული ბედნიერება გვინდა…

როგორ ძალიან განვსხვავდებით…

შენ გინდა, სულ გეძინოს და ჩაძირული იყო ლამაზ და ფერად სიზმრებში, სადაც სითბო და სიყვარულია…

მე მინდა, ყოველდღე გავიღვიძო, შევქმნა და განვიცადო სითბო, სილამაზე და სიყვარული…

და მაინც, ღამით ორივეს გვძინავს და ფერადი სიზმრებით ვტკბებით…

როგორი სხვადასხვანაირები ვართ…

შენ გინდა იყო შენთვის და არაფერი განსაკუთრებული არ შექმნა…

მე კი… მე ვიწვი შემოქმედებითი ცეცხლით და უიმისოდ ცარიელი ვარ…

და მაინც, როცა ცარიელი ვარ, როცა ვარ ჩემთვის და არაფერს ვქმნი, როცა სიზმრები მირჩევნია რეალობას, როცა ვიმალები ან ქაოსში ვიწყებ ბედნიერების ძებნას, როცა სიგიჟემდე მინდება, ვინმეს უზომოდ ვუყვარდე, მე ვარ შენ…

ალბათ, ამიტომაც მიყვარხარ და უშენობა არ გამომდის…

და ხშირად ჩვენ ორივეს გვძინავს…

მაგრამ მე აღარ მინდა ძილი…

ვიღვიძებ…

ავტორი: ნატა თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment