149
შენ გამახსენდი ეს პაწაწინა გვირილა რომ დავინახე. კიდევ კარგი ძირს დავიხედე, თორემ ფეხს დავაბიჯებდი.
აქ, ირგვლივ, არსად, სხვა გვირილები არ ჩანან, ეს არის მარტო, ლამაზი და ეული ჯიუტად რომ ამოსულა.
ძალიან გგავს, შენსავით ჯიუტი, თავნება, ამაყი და გულუბრყვილოა.
უცბათ შევწუხდი და განვიცადე.
არ მინდა შენი ხასიათის გამო სულ მარტო დარჩე, არ მინდა იცხოვრო იმედ გაცრუებული, შენს ლამაზ ოცნებებთან ერთად, მაგრამ თუ შენსას არ იშლი იყავი ისე როგორც შენ გინდა.
მე შემიძლია ყოველთვის მიგიღო.
მე შენ დამარცხებულიც მეყვარები.
გიორგი ჯაჯანიძე