fbpx

თუ ის აღარ გეუბნებათ სიტყვებს: „მე შენ მიყვარხარ“…  

ავტორი ჟოლო
155 ნახვა

 

ქორწინების შემდეგ რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ პარტნიორისგან ნელ-ნელა უფრო იშვიათად გესმით ფრაზა: „მე შენ მიყვარხარ“? ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა და როგორც წესი, პირველი რაც აზრად მოგდით ისაა, რომ შესაძლოა ვიღაც სხვა შეუყვარდა და მისთვის საინტერესო აღარ ხართ. სინამდვილეში ნიშნავს თუ არა ამ ფრაზაზე უარის თქმა იმას, რომ არ უყვარხართ? რასაკვირველია არა.

 

ადამიანებს სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა აქვთ. თქვენ უნდა იცოდეთ რომელი მათგანი მოსწონს თქვენს პარტნიორს და მიხვდებით აინტერესებთ თუ არა კვლავ.

 

სიტყვები – როგორც წესი გრძნობებს სიტყვებზე უკეთ მოქმედება გამოხატავს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშნელოვანია ხშირად გაიგონონ, რომ უყვართ. თუ თქვენი პარტნიორი ხშირად გიმეორებთ, ეს ნიშნავს, რომ სურს თქვენგანაც ხშირად მოისმინოს.

 

საჩუქრები – თქვენმა პარტნიორმა სრულიად მოულოდნელად საჩუქარი მოგიტანათ? თუ არც თქვენი დაბადების დღეა და არც რაიმე დღესასწაული, მაშინ ეს საქციელი სწორედ სიყვარულზე მიუთითებს და ასევე იმაზე, რომ მისი სიყვარულის გამოხატვის ენა საჩუქრებია.

 

განმარტოვება – თუ ის მუდმივად თქვენთან ერთად მარტო ყოფნისკენ მიისწრაფვის, მისი სიყვარულის ენა განმარტოვებაა. ვერავითარი სიტყვები ვერ დაარწმუნებს მას თქვენს სიყვარულში ისე, როგორც განმარტოვებული სადილი თქვენთან ერთად.

 

ფიზიკური შეხება – ადამიანებისთვის, რომელთა სიყვარულის ენა ფიზიკური შეხებაა, უბრალოდ ხელის ხელზე შეხებაც კი სიყვარულის გამოხატულებაა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment