1999 წელს ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის შედგენილ ჰოლივუდის კლასიკური კინოს უდიდესი მსახიობების ნუსხაში მარლენ დიტრიხი მეცხრე ადგილზეა.
ნამდვილი სიყვარული ისაა, რომელიც მრავალწლიან არა განშორებას, არამედ სიახლოვეს უძლებს
მარლენ დიტრიხმა ითამაშა კინოფილმებში „ცისფერი ანგელოზი”, „მაროკო”, „შანხაის ექსპრესი”, „განაჩენი ნიურნბერგში”, „ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო” და სხვა.
თუ ქალმა მამაკაცს აპატია, ცოდვების შესახებ აღარ უნდა შეახსენოს
თუ ქალს უნდა, რომ საკუთარ ქმარს მოეწონოს, ის შარშანდელ კაბას ირჩევს
თითქმის ყველა ქალს უნდა, ერთგული იყოს, სირთულე მხოლოდ ისაა, რომ იპოვო ისეთი მამაკაცი, რომლის ერთგულიც იქნები
თითოეულ მამაკაცს უფრო მეტად აინტერესებს ქალი, რომელსაც აინტერესებს ეს მამაკაცი, ვიდრე ის, რომელსაც ლამაზი ფეხები აქვს
მეგობარი ისაა, რომელსაც შეგიძლია, დილის 4 საათზე დაურეკო
მე არც ისე ლამაზი ფეხები მაქვს, უბრალოდ, ვიცი, რა მოვუხერხო მას
ქალისთვის სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭკუა, რადგან მამაკაცისთვის უფრო ადვილია ცქერა, ვიდრე ფიქრი
მხოლოდ ქალს შეუძლია სხვა ქალის დათვალიერება მიკროსკოპული სიზუსტით
გარდაუვალი ღირსეულად უნდა მიიღო. გარდაუვალის გამო დაღვრილი ცრემლი თქვენს საიდუმლოდ უნდა დარჩეს
ენას კბილი დააჭირე, თუ არ შეგიძლია რამე შესთავაზო იმის სანაცვლოდ, რაც არ მოგწონს
ადამიანებს მეგობრობა უფრო ძლიერად აერთიანებს, ვიდრე სიყვარული
იყო კეთილი, ძალიან ადვილია. მხოლოდ საჭიროა, სანამ მის განსჯას დაიწყებ, თავი სხვა ადამიანის ადგილზე წარმოიდგინო
ვინც აცდუნეს, მას სხვისი ცდუნება სურს
სიყვარულში სიამაყე ქალებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე მამაკაცებისთვის. თუ მდგომარეობის გამოსწორებაა საჭირო, მამაკაცი თავის სიამაყეს უფრო ადვილად და სწრაფად ივიწყებს
მარტოობას, ბოლოს და ბოლოს, ეჩვევი, მაგრამ შეგუება ძნელია
სიყვარულში გამარჯვებას კაპიტულაციისგან ვერ განასხვავებ
მე შეიძლება სხვადასხვა მამაკაცთან ვიყო, მაგრამ ყოველთვის ერთი მეყვარება
ჭეშმარიტი ქალი არ ღელავს — ის აღელვებს
რაც არ უნდა გააკეთო საკუთარი შვილებისთვის, გარკვეულ ასაკში ამისთვის გისაყვედურებენ. ერთადერთი, რაც უნდა დაიჟინო, ეს უცხო ენების შესწავლაა. ამას გაპატიებენ
მამაკაცს ურჩევნია, სახლში არეული საწოლი და ბედნიერი ცოლი დაინახოს, ვიდრე სამაგალითოდ გასწორებული საწოლი და უკმაყოფილო ცოლი. ჩემი რჩევაა: გაასწორე საწოლი და იყავი ბედნიერი
უზარმაზარი განსხვავებაა მათ შორის, ვინც ბევრი ფული გამოიმუშავა და ვინც მდიდარი დაიბადა
უნდა იცოდე შენი აქილევსის ქუსლი და სხვებს მისი შეხების ნება არ დართო
როცა სიყვარული მთავრდება, სიცარიელეს ალიმენტები ავსებს
თუ მხრებზე ფრთებს გრძნობთ, ე. ი. კარგი დედამთილი გყავთ
რომ შემეძლოს, ცხოვრება კიდევ ერთხელ განვვლო, იმავე შეცდომებს დავუშვებდი. თუმცა, ცოტა ადრე, რომ შემდეგ მისი შედეგებით მესარგებლა
სხვადასხვა პრობლემაში რომ გაერკვე, მეტი უნდა იმოგზაურო და მოგზაურებს დაბრკოლება არ შეუქმნა
ქალები ორ კატეგორიად იყოფიან: დაბნეულები, რომლებსაც დივანზე ხელთათმანები მუდამ რჩებათ და ყურადღებიანები, რომლებსაც ერთი ხელთათმანი აუცილებლად მოაქვთ სახლში
უფრო კეთილგონივრულია, გეშინოდეს სიცოცხლის, ვიდრე სიკვდილის
ყველაზე ხანმოკლე მარადიულობა, ანუ ვის სჭირდება ბანალური „მიყვარხარ”?
დიდი ფანტაზია უნდა გქონდეს, სიკვდილისა რომ გეშინოდეს
ლამაზი ქათინაური სენდვიჩს ჰგავს: ორ ყოველდღიურობას შორის მოქცეული რაღაც განსაკუთრებული
თუ სახლში საღამოს შვიდის ნაცვლად ცხრაზე ბრუნდები და მას ჯერ პოლიციაში არ დაურეკავს — ეს ნიშნავს, რომ სიყვარული დასრულდა
მოწევა ომის დროს დავიწყე. და ამან შემინარჩუნა კიდეც ჯანმრთელობა
თითქმის ყველა ქალი ისწრაფვის მამაკაცის შეცვლისკენ, ხოლო როცა ამას ახერხებენ, შემდეგ მის მიმართ ინტერესს კარგავენ
ნამდვილად კარგ ცოლს ცხოვრების დრამატიზება არ სჭირდება
არავინ მოყვება ჭორებს, თუ მსმენელი არ ეყოლება.
წყარო:sputnik-georgia