fbpx

მამაკაცები ძლიერ ქალზე ამ 3 მიზეზის გამო ქორწინდებიან

ავტორი Ann
126 ნახვა

მამაკაცებს არ უყვართ ერთფეროვნება, მალე ბეზრდებათ ის, რასაც ხედავენ, შესაბამისად მიისწრაფვიან იმისკენ, რისი დანახვაც არ შეუძლიათ. ყველასთვის ცნობილია, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ ადვილად ხელმისაწვდომი ქალები, მათ უყვართ, როდესაც ქალი თავის სიძლიერეს აჩენს.

 

3 მიზეზი, რის გამოც მამაკაცები ძლიერ ქალს ირჩევენ:

 

სტანდარტები – ძლიერ ქალბატონებს აქვთ თავიანთი სტანდარტები, რომლის თანახმად მამაკაცებს ურთიერთობაში თავიანთი ადგილი აქვთ. მამაკაცს ყოველთვის აინტერესებს როგორი იქნება სასურველ ქალთან ცხოვრება. როდესაც ქალი უწესებს სტანდარტებს და ეუბნება უარს ყველაფერზე, რაც მის სტანდარტებს ქვემოთაა, მამაკაცი ზუსტად ხვდება როგორი იქნება მისი ცხოვრება.

 

უარი – მამაკაცებს მოსწონთ ყველაფერი, რის მისაღებადაც ძალისხმევა სჭირდებათ. ქალი, რომელიც მარტივად ეუბნებათ „კი“-ს მათთვის საინტერესო არ არის. ქალის სიძლიერე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ შესაფერის მომენტში თქვას „არა“.

 

სრული პაკეტი – რასაკვირველია, ყოველთვის უარის თქმა მამაკაცისთვის საინტერესო ქალად ვერ გაქცევთ. მათ მოსწონთ ქალბატონები, რომლებმაც იციან, როდის დაეთანხმონ და როდის უთხრან „არა“. ყველაზე მეტად მამაკაცებს სწორედ ის იზიდავთ, როდესაც ჰგონიათ, რომ მარტივად დაითანხმებენ ქალს და ამ დროს მისგან წინააღმდეგობა ხვდებათ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment