fbpx

ბრაიან ტრეისის რჩევები მეტი მოტივაციისთვის

ავტორი Ann
2,765 ნახვა

მოტივაცია მთავარი რამაა წარმატების გზაზე. თუ გსურთ მიაღწიოთ მიზანს, იმას რაზეც ყოველთვის ოცნებობდით საკმარისია იყოთ მოტივირებული, ეს კი სწორ ნაბიჯებს თავად გადაგადგმევინებთ.

ბრაიან ტრეისი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ გახდეთ მოტივირებული:

მიუდექით თქვენს სურვილებს სერიოზულად – მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოთ სათავეში და არა გაჭედილი სადღაც შუაში. წარმოიდგინეთ ჩრდილი, რომელიც ადის მთის ბნელ მხარეს, მაგრამ სათავეში ასვლისას აუცილებლად მზეს ხედავს. იარეთ მაღლა, იყავით საუკეთესო იმაში, რის გაკეთებასაც აპირებთ.

 აღმოაჩინეთ მუხრუჭი – თითქოს ყველაფერს აკეთებთ წარმატებისთვის, მაგრამ რაღაც გაბრკოლებთ. ეცადეთ აღმოაჩინოთ რა არის ის, რაც გაბრკოლებთ. ჰკითხეთ სხვებს, იფიქრეთ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გახდეთ საუკეთესო.

 შემოიკრიბეთ სწორი ადამიანები – ვინ არიან სწორი ადამიანები? წარმატებულები, პოზიტიური ადამიანები. შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გეგმები და მიზნები. შემოიკრიბეთ არწივები. უბრალოდ მოიშორეთ, შორს დაიჭირეთ თავი ნეგატიური ადამიანებისგან, ისინი თქვენ გაბრკოლებენ!

მოუარეთ თავს – აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, რაც ნიშნავს ჯანმრთელ საკვებს, ვარჯიშს. თუ კვირის დღეებში ბევრი მუშაობა გიწევთ,  ეცადეთ დაიძინოთ ადრე.

 წარმოიდგინეთ საკუთარი თავი საუკეთესოდ – დაიჯერეთ, რომ თქვენ საუკეთესო ხართ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის მაშინ, როდესაც თქვენ ხდებით უკეთესი.

 ესაუბრეთ საკუთარ თავს – ხშირად უთხარით საკუთარ თავს, რომ საუკეთესო ხართ, მოგწონთ თქვენი თავი, გიყვართ თქვენი საქმე.

იჩქარეთ – მიეჩვიეთ სწრაფ მოქმედებას. რაც უფრო სწრაფად მიიღებთ გადაწყვეტილებას, მით უფრო ბევრი სასარგებლოს გაკეთებას მოასწრებთ. ნუ იფიქრებთ ბევრს, იმოქმედეთ!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment