ხშირ შემთხვევაში სიღარიბე არის არა უსახსრობა არამედ ჩვევები, რომლებიც საბოლოოდ უსახსრობისკენ მიდრეკილებას იწვევენ. ადამიანები ზოგჯერ ვერც ამჩნევენ, რომ მათი საქციელი მიმართულია ნეგატივისკენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ჩვევას, რომლებიც ღარიბ ადამიანებს ახასიათებთ:
1.ყოველთვის ეძებენ დამნაშავეს – ღარიბი ადამიანი თავს დამნაშავედ არასდროს თვლის. საკუთარ წარუმატებლობაში ყოველთვის სხვებს ადანაშაულებს.
2.კარგავს დროს – ბავშვობაში გვასწავლეს ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო და ჩვენც ხშირად ამ რჩევას მივყვებით, თუმცა სინამდვილეში ეს დროის კარგვაა, დრო კი ძალიან ძვირფასია.
3.ყოველთვის იმას აკეთებენ, რისიც სჯერათ – ღარიბები რისკზე არასდროს მიდიან, ურჩევნიათ გააკეთონ ის, რაშიც დარწმუნებული არიან.
4.სწავლობენ უფასოდ – უფასო ტრენინგები და სემინარები სინამდვილეში არაფერს გაძლევთ. ადვილი მისახვედრია, ის რაც ხარისხიანია შეუძლებელია იყოს უფასო.
5.არ იხდის სხვების ხარჯს – ღარიბები მიჩვეული არიან სხვის ხარჯზე ცხოვრებას და თუ ვინმე მათთვის რამეს გააკეთებს საჭიროდ არ თვლიან მათთვის რაიმეს გადახდას.
6.ეცოდებათ საკუთარი თავი – თუ შეძლებულ ოჯახში არ დაიბადეთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საცოდავი ხართ.
7.წუწუნი – ღარიბები ყოველთვის ბედის უკმაყოფილონი არიან და საკუთარ წარუმატებლობას უბედობას აბრალებენ.
8.ელოდება სხვისი აზრის გამოხატვას – წარმატებული ადამიანი ინდივიდუალისტია და არ ექცევა სხვისი აზრების გავლენის ქვეშ.
9.ხარჯავს ფულს სისულელეებში – ღარიბ ადამიანს არანაირი ფინანსური სტრატეგია არ გააჩნია, არ იცის რა არის პრიორიტეტული და ფულს ჰაერში ხარჯავს.
10.ეძებს დაუყოვნებლივ სარგებელს – საქმეში მოგება უმეტეს შემთხვევაში იგვიანებს, ღარიბ ადამიანს ლოდინისთვის ნერვები არ ჰყოფნის და საქმეს თავს ანებებს.
11.აკეთებს იმას, რაც არ მოსწონს – წარმატებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს დაკავებული იყოს იმ საქმით, რაც მოსწონს და არ აკეთოს ის, რაც სიამოვნებას არ ანიჭებს.
12.ხარჯავს დროს არაფერში – ღარიბი გამუდმებით ფიქრობს იმაზე, როგორ მოკლას დრო და არა იმაზე რა გააკეთოს სასარგებლო თავისუფალ დროს.
13.ცხოვრობს სხვების ცხოვრებით – წარმატებულ ადამიანს სხვებისთვის დრო არ რჩება, მისთვის სულ ერთია რა ხდება სხვების ცხვრებაში.