2.3K
- უნდა გჯეროდეთ თქვენი პარტნიორის;
- პატივი ეცით მის სურვილებს, მაგრამ არც საკუთარი დაივიწყოთ;
- უნდა შეგეძლოთ მისი ყურადღებით მოსმენა;
- გამოავლინეთ მის მიმართ მზრუნველობა;
- გამოიჩინეთ ინტერესი მისი გატაცებების მიმართ, იქნებ ეს თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.
- სიყვარული არა მხოლოდ სიტყვებით, საქციელითაც გამოხატეთ.
- ისწავლეთ არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც.
- არასდროს გამოცადოთ მისი ერთგულება, თორემ შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.
- არ მოუწყოთ ნებისმიერ წვრილმანზე სკანდალი.
- არ დაუსვათ სულელური შეკითხვები და არც ისეთი_რომლებზე პასუხის მოსმენაც თავადვე არ გსურთ.
- არ მოუყვეთ თქვენს ყოფილ რომანებზე.
- არ ესაუბროთ საკუთარ ნაკლოვანებებზე.
- შეეცადეთ დაუთმოთ ბევრი დრო, თუკი ეს შესაძლებელია.
- არასდროს უსაყვედუროთ, თუკი გარკვეული მიზეზების გამო თვითონ სათანადო დროს ვერ გითმობთ.
- იყავით გულწრფელი მასთან.
- არ გამოამჟღავნოთ ეჭვიანობის გრძნობა.
- გამოიჩინეთ მოთმინება.
