ურთიერთობები მამაკაცსა და ქალს შორის ისეთი საკითხია, სადაც ბევრი რამ გასააზრებელია ჰარმონიული და ბედნიერი კავშირისთვის.
თითოეული ჩხუბი, კამათი, წყენის დაგროვება, ბრაზი ის პროგრამებია, რომელიც დასამუშავებელია არა პარტნიორში, არამედ ჩვენში. როდესაც დაძაბული ურთიერთობებია ქალი დროთა განმავლობაში, აკეთებს არჩევანს:
- გაყრა– „მეტის ატანა არ შემიძლია“
ყველაზე ადვილია გაექცე სიტუაციას ისე, რომ არ/ვერ გააცნობიერო – რატომ ხდება ეს ყველაფრი და რა უნდა გასწავლოს პრობლემურმა სიტუაციამ. ჩვენ ვიცით : პრობლემა ამოცანაა, რომელიც უნდა ამოიხსნას. საჭიროა ძალისხმევა და საკუთარ თავზე მუშაობა. გაბედული, „ზურგიანი“ ქალისთვის იოლია გაქცევა, უცებ მიირბენს დედიკოსთან… სამწუხაროდ, გაქცევა საქმეს ვერ შველის. რადგან, მოგვიანებით მის ცხოვრებაში ისევ იგივე მეორდება. მერე იმედგაცრუებული, უბრალოდ, ხელს ჩაიქნევს და იტყვის: „ბედი არ მაქვსო..“ და ან სხვა ურიერთობებში გადაეშვება უკეთესის მოლოდინში ან …
- გარემოებების მონურიდამორჩილება– ქალი მსხვერპლის პოზიციაში ყოფნას მოირგებს, სიტყვებით: „მე მეტის ღირსი ვარ… რად მინდოდა, რომ გავთხოვდი… ქალად რომ გაჩნდები, ეს არის შენი ხვედრი… რატომ კაცი არ ვარ…“
არავინ გვასწავლა:
ქალად ყოფნა ეს უდიდესი წყალობა და ბედნიერებაა!
არავინ გავსწავლა:
ქალსა და მამკაცს შორის არა მარტო ფიზიოლოგიური განსხვავებაა,
არამედ, ენერგეტიკული.
ადამიანი ხარჯავს სასიცოცხლო ენერგიებს ყოველდღიურად, განსაკუთრებით როდესაც ნეგატიური მოვლენები ხდება გარშემო: ჩხუბი, კამათი, ქონფლიქტი, ტრაგედიები… თუკი ხარჯავს, გამოდის, რომ საიდანღაც უნდა შეივსოს, აღიდგინოს ენერგიები. არებობს, ენერგიის წყაროები. ქალურობის დამატებით წყაროებს მოგვიანებით სხვა თემაში შევეხებით.
დავუბრუნდები თემას.
მოკლედ, ერთსა და იგივე მოვლენებს, ქალები სხვანაირად აღვიქვამთ, კაცები სხვანარად. ეს ჩვენი ბუნებაა. ამის ცოდნაც კი საკმარისია, რომ ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება.
ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ ქვია დედამიწას – დედა მიწა?
ქალი ეს ბუნების და მიწის განსახიერებაა – მზრუნველია, ნაყოფიერია, ლამაზია… ბობოქარია, სტიქიაა. ის გაცილებით მძლავარად არის მატერიასთან კავშირში, ვიდრე მამკაცი. რაც შეეხება მატერიალურს, მიწიერს გაცილებით ძლიერია: ქალს შეუძლია აიტანოს გაუსაძლისი ტკივილები, იგრძნოს, ესაუბროს და გაუგოს ცუდად ყოფნის მიზეზებს… ის იგივდება მატერიასთან. ის, რაც ქალს დაბადებიდან აქვს, წამოადგენს დედამიწის რესურსაც. ქალის ფაქიზი ენერგიები მგრძნობიარეა და მას შეუძლია ისინი მართოს.
ქალი გამცემია – ავსებს (ყველას და ყველაფერს გარშემო. პირველ რიგში, საკუთარ თავს)
კაცი მიმღებია – ქალი, მისი უმთავრესი ენერგეტიკული წყაროა.
ამ თემას, სხვა დროსაც გავშლი. ახლა უბრალოდ ერთ საკითხს შევეხები:
რატომ არ გვესმის ქალებს კაცების?
რატომ ხდება, რომ ისინი პრეტენზიებზე, წუხილზე არ გვცემენ პასუხს, ჩუმდებიან, ისუსებიან?
ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდიელების ტრადიციულ ოჯახში არსებობდა წესი, რომელსაც ქალიშვილებს ბავშვობიდან უნერგავდნენ:
როდესაც გათხოვდებიდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი ქმარი, უნდა სცოდნოდა, რომ მამაკაცს აქვს გამოქვაბულში წასვლის პერიოდი. ამ დროს, ცოლი არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გაჰყოლოდა ან არ უნდა მიეკითხა კაკუნით.
ცხოვრების რთულ მომენტებში, ქალის და მამკაცის რეაქცია არის სხვადასხვა.
ქალი ამ დროს ბევრს საუბრობს. ლაპარაკობს -სახლში, გარეთ, დაქალებში და ასე მიდის გარკვეულ გადაწყვეტილებამდე. ეს მისი ბუნებაა და ეს, მას სჭირდება. ქალი, რაც მეტს ილაპარაკებს თავის განცდებზე და გრძნობებზე, მით მეტად იაზრებს პრობლემას, ასე ვთქვათ – “ღრუბლები გადაეწნიმდება თავზე“.
კაცი რას აკეთებს, ამ დროს?
დიახ! მიდის გამოქვაბულში და იკეტება. მას სჭირდება თავისი სივრცე, ადგილი სადაც არავინ შეაწუხებს და მშვიდად იფიქრებს. სადაც გაიზრებს…
დაელოდეთ, მოითმინეთ და თქვენი საყვარელი მამაკაცი, გამოქვაბულიდან დაგიბრულდებათ განახლებული ენერგიით, იდეებით და შეუპოვრობით სავსე, მზად ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. აი, მაშინ კი, დასჭირდება თქვენი გვერდით დგომა და არავითარ შემთხვევაში, მანამდე!
ქალბატონებო, გაერკვიეთ ამ განსხვავებაში, გამოსცადეთ მისი ძალა თავზე.
იყავით ღირსეული კაცის ღირსეული ცოლი. თავად აივსეთ ქალური ენერგიებით და გვერდით გეყოლებათ ნამდვილი, ღირსეული მამკაცი რომელიც თქვენზე ძლიერია, იზრუნებს, დაგიცავთ, ეყვარებით…
ამას ძველად ასწავლიდნენ ბებიები, შვილიშვილებს. დედები, ქალიშვილებს
დღეს ამას ვსწავლობთ თავად, საკუთარ შეცდომებზე, გამოცდილებაზე და პიროვნული ზრდის და განვითარების ქალურ ტრენინგებზე, იმიტომ რომ ჩვენს დედებს და არც მათ დედებს არ ჰქონდათ (გამონაკლისის გარდა. ამაზე მეტყველებს უმარავი მაგალითები და ის საკითხები, რომლებსაც ვამუშავებთ კლიენტებთან ერთად, ქოუჩ-სესიებზე) და არ აქვთ, შესაშური ურთიერთობები თავის ქალიშვილებთან, რძლებთან… .
სადღაც გაწყდა ეს ქალში ბუნებრივად არსებული, თანდაყოლილი სიბრძნის ძაფი და ახლა ხელახლა გვიწევს ქალურობის სწავლა – ძაფის გავლება შინაგან სიბრძნესა და არსებულ რეალობას შორის.
ანათეთ შიგნიდან ბედნიერება და გაათბეთ სხვები ბედნიერებით
ავტორი: თამარ კვარაცხელია