ჩემო არაჩვეულებრივი, საყვარელო, უნიჭიერესო, გენიალურო მკითხველო, ძველო თუ ახალშეძენილო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას, კიდევ უფრო მეტ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სიყვარულით და სინათლით სავსე დღეებს.
ერთ-ერთ ახალ წელს, ფოსტაზე მივიღე ჩემი არაჩვეულებრივი მოლდოველი მეგობრის,უჭკვიანესი და ულამაზესი ქალბატონის, ფსიქოლოგ ანტონინა ლიტოვკას წერილი რომელშიც ის მოლოსცვასთან ერთად იძლეოდა ძალზე საინტერესო ანალიზს ახალი წლის პირველი 12 დღის შესახებ. ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ მაშინვე ვთარგმნე და გავუზიარე ჩემს მკითხველებს. უკვე რამდენიმე წელი გავიდა მაგრამ ეს ანალიზი და რჩევები ისევე აქტუალურია როგორც მაშინ, ამიტომ გადავწყვიტე ისევ გაგიზიაროთ.
მაშ ასე, ყურადღებით წაიკითხეთ შედგომი ტექსტი და რაც მთავარია შეეცადეთ გაითვალისწინოთ წაკითხული.
„ადამიანთა უმრავლესობისთვის ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაკარგა თავისი მაგიური მნიშვნელობა და რაც უფრო მეტად ვშორდებით მის ჭეშმარიტ არსს, მით უფრო მეტად ემსგავსება ის ჩვეულებრივ ქეიფს, რომლის მთავარი შემადგენელიც სასმელ-საჭმელი, სადღერგძელოები და ცეკვა-თამაშია.
რა თქმა უნდა დღესასწაულის ეს ნაწილიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალ წელს აქვს სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარეც, რომელიც დროთა განმავლობაში მივიწყებულ იქნა.
ახლა მოდით და შევეცადოთ მივუდგეთ ამ მოვლენას მთელი პასუხისმგებლობით და გაცნობიერებულობით. თქვენ ალბათ გსმენიათ „ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთნაირადვე გაატარებო“. ეს ერთგვარად მართალიცაა, მაგრამ მნიშვნელოვანია არამარტო ახალი წლის შეხვედრა, არამედ ისიც თუ როგორ გავატარებთ ახალი წლის პირველ დღეებს.
ახალი წლის პირველ 12 დღეში იმალება მაგიური არსი. ჩვენი პლანეტა საკუთარი ღერძის გარშემო ერთ შემობრუნებას ანდომებს ერთ დღე-ღამეს და ამ ხნის განმავლობაში გადის აღმოსავლეთით ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს. შემდეგ კი წლის განმავლობაში მზე გაივლის ამ 12-ვე ზოდიაქოს.
სწორედ ამიტომ ახალი წლის შემდგომ თითოეული დღე პროეცირდება იმ წლის თითოეულ თვესთან. ანუ, როგორიც იქნება ახალი წლის პირველი 12 დღე, ისეთივე იქნება იმ წლის 12-ვე თვე. 1 იანავარი-იანვარის თვე; 2 იანვარი-თებერვლის თვე; 3 იანვარი-მარტის თვე და ა.შ.
გამომდინარე აქედან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გარკვულწილად მოვახდინოთ მთელი წლის დაგეგმა და კორექტირება ახალი წლის პირველი 12 დღის მეშვეობით.
ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღე გავწეროთ ჩვენი გეგმები, განზრახვები და სურვილები იმ თვისთვის, რომელ თვესაც ეს დღე შეესაბამება. და რაც მთავარია გავატაროთ ეს 12 დღე გაცნობიერებულად და აქტიურად.
თუ თქვენ ამ დღეებს მხოლოდ ქეიფსა და ღრეობას დაუთმობთ, მაშინ ნუ გაგიკვირდებთ თუ მთელი წელი ნაკლებად მოტივირებული იქნებით და არც საკმარისი ენერგია გექნებათ მუშაობისთვის და არც საკმარისი ნერვები.
ასე, რომ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მუდამ გახსოვდეთ ახალი წლის ეს მაგიური 12 დღე. ეცადეთ ამ დღეების განმავლობაში იყოთ ამაღლებულ განწყობაზე, დაიძინოთ და გაიღვიძოთ სიხარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით და სიყვარულის და მადლიერების გრძნობით ყველას და ყველაფრის მიმართ.
ამ 12 დღის გაცნობიერებულად გატარებით, ჩვენ შევძლებთ მთელ მომდევნო წელიწადზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. რადგან სწორედ ამ დღეებში ეყრება საძირკველი მთელ ჩვენს ცხოვრებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.“
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
ყოველ დილით წარმოიდგინეთ თქვენი სასურველი მომავალი, ეს გიბიძგებთ მოქმედებისკენ და გადაგადგმევინებთ საჭირო ნაბიჯებს.