fbpx

რამდენიმე გზა გახდეთ საუკეთესო ლიდერი

ავტორი Ann
328 ნახვა

ლიდერობა ყველა ადამიანისთვის არ არის, ასეთებად იბადებიან, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ერთია იყო ლიდერი და მეორე, იყო კარგი ლიდერი. არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ თქვენგან გამოვიდეს ნამდვილი ლიდერი და არა დიქტატორი:

 

მხარდამჭერი გუნდი – ყველაზე მთავარი ისაა, რომ შემოიკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან თქვენს დასახმარებლად. თუ თქვენ ხართ ლიდერი, რომელთანაც გუნდის წევრებს კრიტიკული აზრის გამოთქმა არ უჭირთ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ იამაყოთ.

 

ბალანსი – არ დაგავიწყდეთ, რომ ლიდერობა არ ნიშნავს საკუთარი ცხოვრების დავიწყებას. ორივე მათგანს თავისი ადგილი სჭირდება ცხოვრებაში. დაგეგმეთ დრო, როდესაც მოწყდებით ყველაფერს და იზრუნებთ მხოლოდ დასვენებაზე.

 

უარი – როგორც წესი, თავდაპირველად ადამიანებს ძალიან უჭირთ უარის თქმა, რადგან ფიქრობენ, რომ კარგი ლიდერები იქნებიან, თუ ყველას დაეთანხმებიან. გახსოვდეთ, ადამიანები პატივს სცემენ თქვენს აზრებს. ლიდერობა ნიშნავს აკეთო ის, რასაც მოითხოვს საქმე.

 

არ იჩქაროთ შეცვლა – ლიდერობის პირველ წელს არსებობს უამრავი რამ, რაც ადამიანს აბნევს, უამრავი რამ სხვაგვარად გეჩვენებათ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, შეცვალეთ სიტუაცია მაშინ, როდესაც კარგად გაიაზრებთ მის აუცილებლობას.

 

ნუ იქნებით მარტო – მიზნის მიღწევა ყოველთვის უფრო მარტივია, როდესაც ჰყავთ თანამებრძოლი. შემოიერთეთ ადამიანები, რომლებსაც იგივე მიზნები აქვთ და იმოქმედეთ მათთან ერთად.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment