fbpx

„ჰო ოპო ნო პო ნო“ – სიტყვები რომლებიც სასწაულებს ახდენენ

ავტორი დეა თავბერიძე
11.4K ნახვა

„ჰო ოპო ნო პო ნოს“ შესახებ, პირველად, წლების წინ, ჩემი მასწავლებლის და NLP ოსტატის მადიტა დისკჰუტისგან შევიტყვე. ეს არის უძველეს სულიერ ცოდნაზე დაფუძნებული მეთოდი, რომელსაც შეუძლია განკურნოს ყველაფერი რისკენაც მას მიმართავ – ჯანმრთელობა, ურთიერთობები, ფინანსები თუ საქმიანობა…

ამ საოცარი ქალბატონის ნაამბობმა, მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

„ჰო ოპო ნო პო ნოს“ ისტორიას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხეს უკავშირდება, თავის წიგნში დაწვრილებით აღწერს ჯო ვიტალე. ის პირადად შეხვდა ამ ისტორიის მთავარ გმირს, ფსიქოლოგ ჰიუ ლინს, რომელმაც ციხეში სასწაულები მოახდინა.

ეს ციხე ჰავაიში იყო, სადაც ყველაზე “მძიმე დამნაშავეები” და ფსიქიკური პრობლემების მქონე კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს. პატიმრები იმდენად აგრესიულები იყვნენ, რომ მომსახურე პერსონალიც კი უფრთხოდა მათ. ატმოსფერო იმდენად მძიმე იყო, რომ თანამშრომლები ხშირად ტოვებდნენ სამსახურს. პატიმართა დიდი ნაწილი ცალკე საკანში იყო, ბევრიც დაბმულ მდგომარეობაში ჰყავდათ.

ერთ დღესაც ციხეში თერაპევტ ფსიქოლოგი, დოქტორი ჰიუ ლინი მივიდა.

მან ითხოვა, რომ მისთვის პატიმართა ისტორიები გადაეცათ. ოთხი წლის განმავლობაში ის ყოველდღე მიდიოდა ციხეში და ამ მასალებს ეცნობოდა. მას პატიმრებთან პირისპირ არასოდეს უმუშავია და არც შეხვედრია მათ.

დროთა განმავლობაში წარმოუდგენელი რამ მოხდა: კრიმინალებში აგრესიამ და ფიზიკურმა დაპირისპირებამ იკლო, რის გამოც მათ საკნებიდან გამოსვლის ნება დართეს. თანამშრომლებიც უფრო დიდხანს რჩებოდნენ სამუშაოდ და მშვიდად დადიოდნენ ციხეში. გარკვეული დროის შემდეგ ზოგიერთი დამნაშავე გაათავისუფლეს კიდეც. ბოლოს, დაწესებულება კი ჩვეულებრივ, რეგულარულ ციხედ გარდაიქმნა.

ამ შემთხვევამ ძალიან ბევი გააოცა, როდესაც ფსიქოლოგ ჰიუ ლინს ჰკითხეს თუ რა გააკეთა, რომ ეს შედეგი მიეღო, მან თქვა – მე გავასუფთავე და გავწმინდე საკუთარი “მე” ჩემში, რომელსაც ასე ხშირად ვნებდი აქამდე.

მადიტა დისკჰუტი: „მან გააკეთა მხოლოდ ერთი რამ. იღებდა ფსიქოლოგიურად დაავადებული კრიმინალების ფაილებს, კითხულობდა დამნაშავის სახელს, გვარს, ისტორიას, მიმართავდა თავის შინაგან ნაწილს და ამბობდა –  “ვწუხვარ, მაპატიე, გმადლობ, მიყვარხარ . “. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ რასაც  4 წლის განმავლობაში აკეთებდა.  ამ შემთხვევაში მან ფაქტობრივად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ყველაფერზე რაც იქ ხდებოდა. ის ფიქრობდა, – თუ ეს ხდება ჩემს გარშემო ეს არის იმ ჩემი შინაგანის ანარეკლი რაც დაზიანებულია ჩემში.

ამიტომაც გამუდმებით იმეორებდა სიტყვებს –   ვწუხვარ, მაპატიე, გმადლობ, მიყვარხარ .

„ჩვენ ვცხოვრობთ  რწმუნებულებით მართულ საზოგადოებაში და როდესაც ვცლით ჩვენს რწმუნებულებას იცვლება რეალობაც“, – აღნიშნავს სამოტივაციო სპიკერი ჯო ვიტალე.

ჯო ვიტალე:  „ეს ყველაფერზე მოქმედებს ფორმულა იგივეა, რადგან ეს ფორმულა უნივერსალურია. თუ იმუშავებთ საკუთარ რწმუნებულებებზე ჯანმრთელობის, ფულის თუ წარმატების მიმართულებით, ადვილად შეცვლით გარემომცველ რეალობას. ამისთვის საჭიროა შთაგონება, საკუთარი თავის რწმენა და იმის მტკიცე გააზრება, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ.

სწორედ შინაგანი რწმენა და საკუთარ ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობის აღებაა „ჰო’ოპონოპონოს“ მთავარი გასაღები:

ვწუხვარ, მაპატიე, გმადლობ, მიყვარხარ .

დეა თავბერიძე

ჰო-ოპონოპონო ჰავაური მანტრა

💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕

მსგავსი სტატიები

Leave a Comment