fbpx

ჰო-ოპონოპონო ჰავაური მანტრა

ავტორი ჟოლო
6.7K ნახვა

ჰო-ოპონოპონო ერთგვარი ლოცვაა, რომელსაც ჰავაის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა ყოველდღიურად იყენებს; თუმცა არამარტო ჰავაის კუნძულებზე, არამედ ის უკვე მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ადგილობრივი ენიდან რომ ვთარგმნოთ, დაახლოებით “გამოასწორე”-ს ნიშნავს და მას წარსული შეცდომებისგან, „ცოდვებისგან“, ბლოკებისგან, ფსიქოლოგიური ტრავმებისა და უარყოფითი მოგონებებებისგან გასათავისუფლებლად იყენებენ.

ჩემთვის ეს არის სასწაულებრივად მოკლე გზა საკუთარი თავის სიძულვილიდან სიყვარულამდე.

და მაინც, რა არის ჰო’ოპონოპონო? ის ოთხი სიტყვისგან შემდგარი მანტრაა, რომელსაც პრაქტიკაში ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე გულში იმეორებენ:

ვწუხვარ

მაპატიე

მადლობა

მიყვარხარ

მანტრა ოთხ ფაზაში გაატარებს ჩვენს ქვეცნობიერს: სინანული, მიტევება, მადლიერება და სიყვარული.

შედეგის მისაღებად, სასურველია ორი კვირის მანძილზე დღეში რამდენჯერმე ვიმეოროთ. იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს, შეგვიძლია რაიმე მინიშნება გავიკეთოთ ოთახში, მანქანაში, ტელეფონის ეკრანზე და ა.შ.

თუ რთული გგონია, ცდები. სულ რამდენიმე წამი სჭირდება და თან ეს ყველაფერი უხმოდ, გულში უნდა წარმოთქვა. თუ დაფიქრდები რამდენი არაფრისმომცემი აზრი გაგვიელვებს ხოლმე თავში დღე-ღამის მანძილზე, დამერწმუნე იმ შედეგების სანაცვლოდ რაც ამ ტექნიკას მოაქვს, არაფერია მისი აღსრულება. პირველი რამდენიმე დღის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში გადადის და შეხსენებაც აღარ გვჭირდება.

და რა შედეგი მოაქვს ამ ტექნიკას?

* დაგვავიწყებს ფიქრში გათენებულ ისეთ ღამეებს, როცა ერთი და იმავე დასანანი სიტუაციის მილიონჯერ გადახვევა და წარმოდგენა გვიწევს და ვერაფერს ვშველით, ფიქრს ვერ აჩერებს ჩვენი გონება;

* ბოლოს და ბოლოს გაგვცემს პასუხს კითხვაზე: „რატომ არის სამყარო ასეთი უსამართლო?!“ და მივხვდებით რომ ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს, სამყარო სინამდვილეში არც უსამართლოა და არც ჩვენს წინააღმდეგ! ეს ჩვენ ვართ ჩვენი თავის „მტერი“ და ჩვენივე ფიქრებისა და შიშების მძევალი.

* მოგვგვრის სიმშვიდეს, რომელიც ორი კვირის შემდეგ ძალიან დიდხანს გაგვყვება.

* არც მეტი არც ნაკლები, გვასწავლის ჩვენი თავის სიყვარულს! რომ მივიღოთ და შევიყვაროთ ის ისეთი, როგორიც არის. (არა, შენი გრძელი ცხვირი არსად გაქრება, არც მოსუქებული მუცელი, მაგრამ შეიცვლება შენი აღქმა, რაც კიდევ ერთხელ მოგგვრის სიმშვიდეს).

* დაგვიბრუნებს / აგვიმაღლებს თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის პატივისცემას, რასაც აუცილებლად გარშემომყოფებიც უმალ შეამჩნევენ.

* გვაჩუქებს თვითრეალიზაციისა და ბედნიერების ფასდაუდებელ გრძნობას!

როგორ დავიწყოთ ჰო-ოპონოპონოს გამოყენება?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არ არის აუცილებელი ადამიანი მედიტირებდეს ან იოგას მიმდევარი იყოს ან რაიმე მსგავსი. ეს არის უმარტივესი ტექნიკა, რომელსაც არ სჭირდება არც მომზადება, არც განმარტოება, არც ჩუმ სივრცეში ყოფნა. უბრალოდ წარმოთქვით ეს ოთხი სიტყვა უხმოდ, ძალიან ნელა და რაც მთავარია გულით:

ვწუხვარ (იგრძენი გულწრფელი სინანული),

მაპატიე (იგრძენი როგორ მიუტევებ შენს თავს იმ „სიძულვილს“ რაც აქამდე ჰქონდა და იგრძენი როგორ გეუფლება სიმჩატის შეგრძნება, თავისუფლება),

მადლობა (ნუთუ არაფრით ხარ შენი თავის მადლიერი? შენი ცხოვრების? სამყაროსი?),

მიყვარხარ (უთხარი შენს თავს ისე, როგორც ისურვებდი რომ სხვას ეთქვა).

სულ ეს არის. ეხლავე სცადე და დააკვირდი, როგორ დაგეუფლება სიმშვიდე პირველივე ჯერზე, ამის შემდეგ კი ორი კვირის მანძილზე სადაც გინდა იქ წარმოთქვი: სახლში, ოფისში, შუქნიშანზე, ავტობუსში, მაღაზიაში, ძილის წინ, გაღვიძებისას და ა.შ.

Nikoloz Archvadze

„ჰო ოპო ნო პო ნო“ — სიტყვები რომლებიც სასწაულებს ახდენენ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment