თუ აზრებში წესრიგი და ჰარმონიაა, სულიერი ძალა რეალობად აქცევს სურვილებს, რომელსაც სიმდიდრე, წარმატება და სიმშვიდე მოაქვს. ისწავლეთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უარყოთ ნებისმიერი უარყოფითი აზრი, აღიარეთ სულიერი ძალის არსებობა და ითხოვეთ დახმარება თქვენი სურვილების ასასრულებლად და მიზნების მისაღწევად.
სურვილის ასრულებას შეიძლება ერთი წუთი, საათი, კვირა ან თვე დასჭირდეს, ყველაფერი დამოკიდებულია რწმენის სიძლიერესა და გონების მდგომარეობაზე.
იყავით მზად რომ თავს დაგესხმებიან დამანგრეველი აზრები და განწყობა, ნუ ეცდები მათ შეეწინააღმდეგო, უბრალოდ მიუბრუნდი ლოცვას და თითოეული სიტყვა სიყვარულითა და რწმენით აავსე. გაიმეორე მტკიცედ და გამუდმებით, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში.
„სადაც არ უნდა ვიყო, თითოეულ წუთს ვგრძნობ უფლის თანადგომას და ვიცი, რომ იგი უზრუნველყოფს ყველა ჩემს საჭიროებებსა და სურვილებს, როგორც მატერიალურსა და ფინანსურს, ასევე სულიერს. მიგზავნის შემოსავლებს და ღვთიურ ლოცვა კურთხევას.“
ლოცვის დროს ლოცვითვე განიწმინდეთ ეჭვებისგან, შიშისგან და ურწმუნოებისგან, გაერიდეთ გარე სამყაროს და გათიშეთ ცნობიერება. სიჩუმეში და სიმშვიდეში წარმოიდგინეთ, რა საოცარია მიიღოთ პასუხი ლოცვაზე.
მალე იგრძნობთ შინაგან რწმენას, ანუ ყველაფერი ისე იქნება როგორც წარმოიდგინეთ. დაგეუფლებათ გრძნობა, რომ უკვე გაქვთ ის რისი მიღწევაც გინდათ და დადგება დრო, როდესაც გახდებით ერთი მთლიანი მიზნისა, რომლის მიღწევაც ასე ძალიან გსურთ.
ჟოზეფ მერფი
„ჟოლო“ წარმატებას გისურვებთ <3
არ დაგავიწყდეთ რომ „რწმენა სასწაულებს ახდენს“