წარმატებული ადამიანების 70% თვითშემოქმედებაა. შესაძლოა ისინი დასაწყისში სესხულობენ თანხას ან ინვესტორებს ანდობენ თავიანთ იდეას, თუმცა განვითარებას თავად ახერხებენ. მილიონერად თითქმის არცერთი მათგანი დაბადებულა.
ტექნოლოგიების საუკუნეში ყველაფერი თვლადი გახდა. რა იციან მილიარდელებმა ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? პასუხი ძალიან მარტივია, მათ იციან თვლა, ანუ აქვთ გათვლის უნარი. რაში მდგომარეობს ეს გათვლის უნარი? დღეს გაქვთ 1 ლარი, გააორმაგეთ ეს თანხა ხვალ, და ასე გააგრძელეთ ყოველდღიურად, ანუ მიღებული თანხა მომდევნო დღეს ორმაგად აქციეთ და სულ რაღაც ერთ თვეში თქვენ მილიონერი იქნებით.
ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა როგორ შეიძლება ეს ბიზნესში გამოიყენოთ. მთავარი პრინციპი ისაა, რომ მუდმივად იზრუნოთ ორმაგ შემოსავალზე, ანუ იშრომოთ ორმაგისთვის, დაისახოთ მიზნად, რომ მომდევნო ჯერზე თანხას გააორმაგებთ და მოტივაცია აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ ოცნება სინამდვილედ აქციოთ.
დიახ, სწორედ ასე შეიქმნა დღეისთვის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს რომ არასდროს წყვეტს განვითარებას. მიჰბაძეთ თქვენც იმ ადამიანებს, რომელთაც გაიარეს ეს გზა.