fbpx

წარმატების ოქროს წესები სკუტერ ბრაუნისგან

ავტორი Ann
1.1K ნახვა

სკუტერ ბრაუნი ჟურნალი Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შევიდა. ის რამდენიმე სუპერვარსკვლავის მენეჯერი გახლდათ, მათ შორის: ჯასტინ ბიბერის, არიანა გრანდეს, კენი ვესტისა და აშერის. იგი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე წარმატებული ადამიანია ამ სფეროში.

წარმოგიდგენთ მის ფრაზებს იმის შესახებ, როგორ გავხდეთ წარმატებული:

 დააყენეთ ოჯახი პირველ ადგილზე – თქვენი წარმატების გარანტი თქვენივე ოჯახია. თუ ვერ შეძლებთ იყოთ ოჯახის ერთგული, ვერ შეძლებთ საქმის ერთგულებასაც.

იყავით პატიოსანი ადამიანი – როდესაც 14 წლის ვიყავი მამამ მითხრა, რომ რამდენიმე ტყუილში დამიჭირა და ფიქრობდა, რომ მოტყუების თვისების წყალობით შესაძლოა წარმატებული ადამიანი გავმხდარიყავი, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი ცხოვრება მეცოდინებოდა, რომ მატყუარა ვიყავი. ამიტომ სჯობდა ამერჩია პატიოსნება და ასე მიმეღწია წარმატებისთვის. მეც ეს გზა ავირჩიე.

 გაუფრთხილდით ადამიანებს – არასოდეს უთხრათ უარი დახმარებაზე ადამიანებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ.

 დააგროვეთ ნამდვილი სიმდიდრე – ბავშვობაში მშობლებთან არასდროს მილაპარაკია ფულზე, მაგრამ ხშირად ვსაუბრობდით სიმდიდრეზე. მამა მეუბნებოდა: თუ ვინმე გკითხავს ხართ თუ არა მდიდარი, უპასუხე რომ დიახ, რადგან გაქვს დიდი სიყვარული.

მიჰყევით ოცნებებს – ჩემი კომპანიის დევიზია: „შთააგონეთ მსოფლიოს, რომ სცადოს“. მაშინაც კი, როდესაც თქვენი არ სჯერათ ნუ დანებდებით.

წარუმატებლობა მხოლოდ დროებითი დაბრკოლებაა – ნამდვილი წარუმატებლობა დანებებაა. თუ რაღაცაში არ გაგიმართლათ ჩათვალეთ, რომ ეს პატარა წინაღობა იყო, რომელიც უნდა გადალახოთ.

 ამოიცანით გრძნობები – ნუ დაიჯერებთ, რომ ადამიანები კეთილები არიან. მოექეცით ადამიანებს კეთილად, მაგრამ ელოდეთ მათგან ცუდს.

 გამოათავისუფლეთ დრო ფიქრისთვის – ყოველდღიურად თქვენ გჭირდებათ დრო „არაფრისთვის“, ანუ თავისუფალი დრო, რომელსაც მხოლოდ ფიქრს დაუთმობთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment