გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე და მიაღწიოთ იმას, რაც თქვენი პოტენციალის მაქსიმუმს წარმოადგენს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. ამაზე ოცნებას, ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი ბედავს. ერთია იყოთ წარმატებული და მეორე იყოთ სრულიად არაორდინალური, ყველასგან გამორჩეული და ცხოვრობდეთ შეგრძნებით, რომ თქვენი რესურსები სრულად გაქვთ ათვისებული.
თუ გსურთ თქვენი პოტენციალის უმაღლეს წერტილს მიაღწიოთ მიჰყევით ამ რჩევებს:
ჩამოწერეთ მიზნები – არავითარ შემთხვევაში არ დაეკითხოთ სხვებს თქვენი მიზნების შესახებ, აუცილებლად თავად უნდა მოიფიქროთ რა გსურთ სინამდვილეში. იფიქრეთ წარმატებაზე ისე, თითქოს ესაა თქვენთვის ჰაერი.
აირჩიეთ არარეალური მიზნები – ნუ აირჩევთ ისეთ რამეს, რაც აბსოლუტურად რეალისტურია. ჩვეულებრივ ადამიანები მიზნებს სახავენ იმის მიხედვით, რასაც საზოგადოება კარნახობს. სინამდვილეში კი მათ თქვენი პოტენციალი არ იციან, ამიტომ იყავით თამამი.
იმოქმედეთ აქტიურად – გადადგით ნაბიჯები, რომლებიც ყველას გააოცებს. თქვენი ქმედებები რაც შეიძლება მასშტაბური უნდა იყოს.
იყავით მომთმენი – რომი ერთ დღეში არ აშენებულა. ნუ დაგეზარებათ მოთმენა, ნუ დანებდებით! თუ თქვენ არ შეუშინდებით დაბრკოლებებს წარმატების გზაზე, თქვენ აუცილებლად შეძლებთ შეუძლებელს!