როდესაც ვიწყებთ რეალურ მოქმედებას ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, აუცილებლად წავაწყდებით უამრავ ხელისშემშლელ ფაქტორს, რომლებიც აფერხებენ ჩვენს წინსვლას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მათ შესახებ სერიოზულად არც კი დავფიქრებულვართ.
დღეს შემოგთავაზებთ დანა სავიუსის სტატიას, სადაც აღწერილია 13 ბარიერი, რომლებიც უნდა გადავლახოთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
«…ძალზე ხშირად ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ისეთ უსარგებლო ჩვევებზე და პრინციპებზე, რომლებსაც მოაქვთ მხოლოდ ტკივილი, სტრესი და ტანჯვა.
დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ ყველაფერ ამისგან განთავისუფლებას და ცვილებებისადმი ადაპტირებას. მზად ხართ? მაშ ასე:
- განთავისუფლდით საჭიროებისგან ყოველთვის ამტკიცოთ თქვენი სიმართლე
ჩვენს შორის უამრავია ისეთი, ვისაც არ შეუძლია მიიღოს განსხვავებული აზრები და შეხედულებები, თუნდაც ამის გამო მოუწიოს ურთიერთობების გაწყვეტამ, ტკივილისა და ტანჯვის გადატანამ.
ყოველთვის, როცა იგრძნობთ მძაფრ საჭიროებას დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე, შეეკითხეთ საკუთარ თავს: «რა არის ჩემთვის მთავარი – დავრჩე მართალი თუ ვიყო კეთილი?» როგორი იქნება შედეგები? თქვენი ეგო ნამდვილად ასეთი დიდია?
- შეეშვით კონტროლს
იყავით მზად უარი თქვათ აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი თქვენს გარშემო: მოვლენები, ადამიანები, იქნებიან ისინი ოჯახის წევრები, ნაცნობ–მეგობრები, კოლეგები თუ თუნდაც უცნობები – უბრალოდ მიეცით მათ საშუალება იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. მიიღეთ მათი უნიკალურობა და თქვენ იგრძნობთ როგორ გაგიუმჯობესდებათ ხასიათი და შეგრძნებები.
- მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა
განთავისუფლდით სხვების დადანაშაულების საჭიროებისგან იმისთვის, რაც გაქვთ ან არა გაქვათ, იმისთვის რასაც გრძნობთ ან არ გრძნობთ. შეეშვით თქვენი ენერგიის უაზრო ხარჯვას და აიღეთ სრული პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე
- მოიშორეთ ნეგატიური წარმოდგენები საკუთარ თავზე
რამდენი ადამიანი აყენებს ზიანს საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ უფლებას აძლევს უარყოფით ემოციებს და აზრებს მართოს მისი ცხოვრება. ნუ ენდობით ყველაფერს რასაც გკარნახობთ თქვენი ლოგიკური გონივრული აზროვნება. თქვენ უკეთესი ხართ და სინამდვილეში შეგიძლიათ უფრო მეტი ვიდრე გგონიათ.
„სიტყვების ძალის დახმარებით შესაძლებელია საკუთარ მოქმედებებში მყისიერი ცვლილებების გამოწვევა. მაგალითად სიტყვების ძალით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სიმხდალე – სიმამაცით, პასიურობა – აქტიურობით, ხოლო სისუსტე – ძლიერებით.“ (ხოსე სილვა)
- შეეშვით პრეტენზიებს
განთავისულდით საჭიროებისგან მუდმივად გამოთქვათ პრეტენზიები ადამიანებზე, მოვლენებზე, სიტუაციებზე, რომლებიც იწვევენ თქვენს დათრგუნვას, მოწყენილობას, უბედურებას. არავის არ შეუძლია თქვენი გაუბედურება. არანაირ სიტუაციას არ შეუძლია თქვენი დამწუხრება. ამა თუ იმ გრძნობას იწვევს არა რაიმე მოვლენა ან ფაქტი, არამედ მათზე ჩვენი რეაქცია.
ყოველთვის გააკეთეთ გააზრებული არჩევანი იმისა, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოთ ყველაფერზე, რაც ხდება თქვენს თავს და თქვენს გარშემო. არ ღირს პოზიტიური აზროვნების არასათანადოდ შეფასება.
- უარი თქვით კრიტიკაზე
შეეშვით თქვენგან განსხვავებული ადამიანების ან/და იმ მოვლენების კრიტიკას, რომლებმაც არ გაამართლეს თქვენი მოლოდინი. ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა ერთნაირად მივილტით იმისკენ, რომ ვიყოთ საყვარელი, საჭირო, ბედნიერი და თვითრეალიზებული ადამიანი.
- განთავისუფლდით სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის საჭიროებისაგან
შეეშვით თამაშს და ისეთ ადამიანად თავის მოჩვენებას, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. მოიშორეთ ნიღაბი. მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ნამდვილი „მე“ და მაშინ ადამიანებიც შეგიყვარებენ და გაღიარებენ.
- შეეშვით ცვლილებებისთვის წინააღმდეგობების გაწევას
ცვლილებები – ეს ნორმალური მოვლენაა, ისინი აუცილებელია იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ წინ, A პუნქტიდან B პუნქტამდე. ისინი გვეხმარებიან ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
- შეეშვით იარლიყების მიკერებას
ნუ მიაკერებთ სხვადასხვა სახის იარლიყებს ადამიანებსა და მოვლენებს, რომლებზეც თქვენ არაფერი არ იცით ან რომლებისაც არ გესმით. ეცადეთ თანდათანობით გახსნათ თქვენი გონება სიახლეების შესაცნობად.
„გულგრილობის უმაღლესი ფორმაა – უარყოფა იმისა რაც ჩვენთვის უცნობია.“ (უეინ დაიერი)
- გაუშვით წარსული
ვიცი ეს ძნელია. მითუმეტეს თუ წარსული უფრო მოგვწონს ვიდრე აწმყო, ხოლო მომავალი ცოტა არ იყოს გვაშინებს, მაგრამ აუცილებელია შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ აწმყო, ეს არის ყველაფერი, რაც ამჟამად გაგვაჩნია. წარსულმა ჩაიარა და არასდროს არ განმეორდება. იცხოვრეთ აქ და ამჟამად. გქონდეთ მომავლის ნათელი ხედვა, იყავით მზად მასთან შესახვედრად, მაგრამ იცხოვრეთ დღევანდელი დღით.
- განთავისუფლდით შიშისგან
შიში ეს მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, ის არ არსებობს – ის თქვენი წარმოსახვის შექმნილია. ეს ყველაფერი თქვენს გონებაშია. შეცვალეთ შინაგანი დამოკიდებულება და გარეგანი დადგება თავის ადგილზე.
„ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს – ეს თავად შიშია“ (ფ.დ. რუზველტი)
- შეეშვით თავის მართლებას
გამოააშკარავეთ თავის მართლებები და გაუშვით ისინი პენსიაზე. ყველაზე ხშირად ჩვენ სწორედ თავის მართლებებით ვიზღუდავთ თავს. იმის ნაცვლად, რომ ვიაროთ წინ და განვვითარდეთ, ჩვენ ვატყუებთ საკუთარ თავს, ვიგონებთ რა უამრვა საბაბს უმოქმედობის გასამართლებლად.
- შეეშვით გარშემომყოფების მოლოდინის შესაბამისად ცხოვრებას
უმრავლესობა დამიანებისა ცხოვრობს არა საკუთარი ცხოვრებით, არამედ იმის შესაბამისად, თუ რა მიაჩნიათ უკეთესად მათთვის სხვებს, ისინი აკეთებენ იმას, თუ რას ელოდებიან მათგან მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები, კოლეგები და საზოგადოება მთლიანობაში.
ისინი იგნორირებას უკეთებენ, შინაგან ხმას, საკუთარ მოწოდებას. ისინი ისე არიან დაკავებული სხვების მოლოდინის გამართლებაზე ზრუნვით, რომ კარგავენ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.
მათ ავიწყდებათ რას მოაქვს ბედნიერება, რა უნდათ სინამდვილეში… და საბოლოო ჯამში მათ ავიწყდებათ საკუთარი თავი.
თქვენ გაქვთ ერთი ცხოვრება, პირდაპირ აქ და ამჟამად. იცხოვრეთ ისე, როგორც გინდათ, უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ნუ მისცემთ სხვების შეხედულებებს უფლებას აგაცდინონ თქვენს მიერ აღებულ გეზს.»
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია