„როდესაც რაღაცას ამბობ ან აკეთებ იმისთვის, რომ სანაცვლოდ რაღაც მიიღო, მოწონება დაიმსახურო, გავლენა მოახდინო, ვინმე ან რაიმე გააკონტროლო, ამის მიზეზი შიშია, ხოლო შედეგი – ტკივილი.
მანიპულაცია სეპარაციაა, სეპარაცია კი მტკივნეულია. მოცემულ მომენტში ამ ადამიანს შეიძლება სრულიად უყვარდე და შენ ეს ვერც კი შეამჩნიო. თუ შიშით მოქმედებ, სიყვარულის მიღების შანსი არ არსებობს, რადგან იმ ფიქრის მახეში ხარ გაბმული, რომ სიყვარულის მოსაპოვებლად რაღაც უნდა გააკეთო. ყოველი სტრესის მომგვრელი ფიქრი ადამიანებს გაშორებს.
მაგრამ, როგორც კი გამოიკვლევ შენს ფიქრებს, აღმოაჩენ, რომ სიყვარულის მისაღებად არაფრის გაკეთება არ გჭირდება. ეს მხოლოდ გულუბრყვილო გაუგებრობა იყო. როდესაც ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა და მათგან აღიარების მიღება გსურს, პატარა ბავშვივით ხარ, რომელიც ამბობს “შემომხედე! შემომხედე!” ამ ყველაფერს პატარა ბავშვთან მივყავართ, რომელსაც რაღაც სჭირდება. როდესაც შენში არსებულ ამ ბავშვს შეიყვარებ და ჩაეხუტები, გარეთ ძებნა დასრულდება.” – ბაირონ ქეითი
სიყვარულით, თინი ბასილაია ☀️✨