fbpx

იმისთვის, რომ მამაკაცთან ურთიერთობამ გაგხადოთ ბედნიერი …

ავტორი ჟოლო
190 ნახვა

ძვირფასო ქალებო! დაუშვათ თქვენ ხვდებით პერსპექტიულ, ან უკვე წარმატებულ მამაკაცს. გიფიქრიათ იმაზე რომ, ასეთი მამაკაცისათვის მხოლოდ გარეგნული სილამაზე არ არის საკმარისი? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი! სქესის უმრავლესობა კი, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამოიყურება.

რეალურად ლამაზი ქალების დეფიციტი ნამდვილად არ არის.  რა თქმა უნდა ძალიან კარგია  გარეგნობაზე რომ ზრუნავთ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც თქვენ უამრავი ლამაზი ქალისგან გამოგარჩევთ!

განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი მიზანი სერიოზული ურთიერთობაა.

დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: არის კი ეს ყველაფერი საკმარისი იმისათვის, რომ მამაკაცს მოუნდეს ჩემზე ზრუნვა? ნუ ფიქრობთ, რომ „ მამაკაცი ვალდებულია“! მას ეს უნდა უნდოდეს!

როგორ მოიქცეთ ისე, რომ მამაკაცს თქვენგან მხოლოდ სექსი უნდოდეს:

1.იყავით ლამაზები.

2.იკამათეთ,  აგრძნობინეთ რომ თქვენ გაცილებით ჭკვიანი ხართ.

3.იწუწუნეთ წარსულზე მეწყვილეზე.

4.გამომწვევად ჩაიცვით.

5.არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ისე რომ, მამაკაცი თქვენს გვერდით თავდაჯერებული იყოს.

6.თქვენთან შეხვედრის შემდეგ დაუტოვეთ იმის განცდა რომ, ის სუსტია.

7.დაანახეთ, რომ არ ენდობით მამაკაცებს.

იმისათვის, რომ მამაკაცმა თქვენთან დაიწყოს სერიოზული ურთიერთობა და გაგხადოთ ბედნიერი:

1.იყავით ლამაზები.

2.ჩაიცვით ქალურად (და არა გამომწვევად).

3.ლამაზი სიტყვებით გაიხსენეთ წარსული

4.გამოიყენეთ ჯადოსნური სიტყვა – „მართალი ხარ ძვირფასო„

5.მოიქეცით ისე რომ, თქვენს გვერდით მამაკაცი გახდეს კიდევ უფრო თავდაჯერებული, ძლიერი.

ხანდახან მაინც წარმოიდგინეთ მამაკაცის ადგილას თავი, თუ მამაკაცი მზადაა სერიოზული ურთიერთობისათვის, ეს არ ნიშნავს, რომ მან უარი უნდა თქვას თქვენთან სექსზე.  თუკი გაქვთ სექსი– ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ, მას მეტი არაფერი უნდა.  როგორ განვითარდება ურთიერთობა, ეს თქვენზე და დროზეა დამოკიდებული.

ახლა მინდა მოგაწოდოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ უნდათ მამაკაცებს სექსზე მეტი.

ჩემს გარემოცვაში არიან მამაკაცები , რომლებსაც არ შეუძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, მათთვის მნიშვნელოვანია შედეგები და წარმატება ცხოვრებაში და ბიზნესში. მათი ნაწილი უკვე ურთიერთობაშია. ზოგიერთი მათგანი მარტოა.

როგორ ფიქრობთ, ვინც მარტოა, უნდა სექსი? რა თქმა უნდა!

როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არა!

მამაკაცს სჭირდება ისეთი ურთიერთობა, რომელიც დაეხმარება პიროვნულ ზრდაში, გახდის ბევრად წარმატებულს, გადაიყვანს ახალ საფეხურზე, სირთულეებს დააძლევინებს, მისცემს მოტივაციას, რომ აკეთოს მეტი!  ბევრად მეტი ვიდრე ახლა!

და ეს ყველაფერი გაუზიაროს ქალს, საყვარელ ქალს, რომელსაც სჯეროდა მისი!

წყარო: ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური  ცენტრი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment