დაიხსომეთ რამოდენიმე რამ, რისი ცოდნაც ღირს
სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ მისი ხელოვნება უნდა ისწავლოთ, ისევე, როგორც უნდა ისწავლოთ ცხოვრების ხელოვნება…
სიყვარული მოთხოვნილება არ არის, არამედ გაზიარება – გიყვარდეთ, მაგრამ ნურაფერს მოელით სანაცვლოდ – გაეცით.
გიყვარდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი სიყვარული სხვისთვის საპყრობილედ არ უნდა იქცეს.
გიყვარდეთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით – თქვენ წმინდა მიწაზე მიაბიჯებთ.
ყველაზე სპეტაკ და წმინდა ტაძარში შედიხართ.
ფრთხილად იყავით!
ტაძრის კარს მიღმა დატოვეთ ყველაფერი უწმინდური.
როდესაც ადამიანი გიყვართ, ნურასოდეს გეყვარებათ მამაკაცი, როგორც მამაკაცი, რადგან თუკი თქვენ გიყვართ მამაკაცი, როგორც მამაკაცი, თქვენი სიყვარული ძალიან, ძალიან ჩვეულებრივია. ის ვერ იზრდება წადილზე, ვნებაზე მაღლა.
თუკი გეყვარებათ ქალი, როგორც ქალი, თქვენი სიყვარული სულის მწვერვალებზე ვერ აიჭრება. გიყვარდეთ ქალი, როგორც ქალღმერთი და მაშინ სიყვარული თაყვანისცემად იქცევა.
ოშო
თარგმნა ლევან რამიშვილმა