fbpx

ამ მავნე ჩვევისგან უნდა გავთავისუფლდეთ და სურვილებიც ახდება

ავტორი ჟოლო
7K ნახვა

თუკი რაიმე გჭირდებათ, ნუ ხარჯავთ ენერგიას ნერვიულობასა და შფოთვაზე, უბრალოდ, წადით და მიიღეთ თქვენი კუთვნილი ზუსტად ისევე, როგორც მიდიხართ საფოსტო განყოფილებაში ამანათის წამოსაღებად.

კი არ უნდა განსაჯოთ, უნდა განიზრახოთ. თუკი გჭირდებათ ავტობუსი, მანქანა, მანქანის დასაყენებელი ადგილი, საყიდლები, ქაღალდი, გამოცდა, გასაუბრება, შეხვედრა – რაც გნებავთ, – ნუ ფიქრობთ, უბრალოდ წადით და მიიღეთ.

უარი თქვით ისეთ განცდებზე, როგორიცაა: შეიძლება თუ არა, გამომივა თუ არა, როგორ, საიდან გაჩნდება და ა.შ. განაგდეთ შფოთი და იმედი. დაიტოვეთ მხოლოდ მშვიდი თავდაჯერებულობა. განიცადეთ განზრახვის ეს მდგომარეობა – მიიღოთ ყველაფერი თქვენი, ყოველგვარი პირობებისა და განსჯის გარეშე. მაგალითად, მე არ ვფიქრობ, მოვასწრებ თუ არა, მოვა ავტობუსი დროზე თუ არა. რამდენი ხანი უნდა ველოდო… უბრალოდ, მივდივარ გაჩერებაზე და ვიცი,რომ ავტობუსი ახლა მოვა.  დაე, ასეთი განწყობილება გდევდეთ თან ყველგან.

საერთოდ ასეა: წუთიერი სურვილი გაგვიელვებს თუ არა თავში იქვე  ეჭვიც გვიჩნდება: გამომივა თუ არა? ამ მავნე ჩვევისგან უნდა გავთავისუფლდეთ. სურვილები და ოცნებები არ ხდება. რეალიზდება მხოლოდ სუფთა განზრახვა. რეალიზაციასთან მივყავართ არა სურვილს, არამედ განზრახვის სურვილზე „მომართვას“. განზრახვა გულმოდგინება  არაა. განზრახვა მშვიდად ყურადღების მოკრება და გამბედაობაა. თუკი თქვენ ყოყმანობთ, ან გეშინიათ, სამყარო, როგორც სარკე, აირეკლავს თქვენს მდგომარეობას და ჯამში არაფერიც არ გამოგივათ.

რასაც არ უნდა აკეთებდეთ – აკეთეთ დამაჯერებლად. რა თქმა უნდა, წარუმატებლობის ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ წარმატების შანსები ბევრად იზრდება, როცა არ ყოყმანობთ. რას კარგავთ თუ უარს იტყვით გაუბედაობაზე? საქმე თუ გამოვა, ხომ კარგი, არ გამოვა და ესეც არაუშავს. განზრახვის კოორდინაციის პრინციპი ასეთია: თუკი ნეგატიურ მოვლენებს განვიხილავთ როგორც პოზიტიურს, ისინი პოზიტიურად იქცევიან. როდესაც თქვენ გაცნობიერებულად აკონტროლებთ თქვენს გადაწყვეტილებას მოქმედების შესახებ, თქვენ მართავთ თქვენს წარმატებას.

ვადიმ ზელანდი

https://vadimzeland.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment