ნამდვილი წარმატება იწყება მას შემდეგ, რაც დატოვებთ კომფორტის ზონას! ეს ფრაზა დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და უამრავი ადამიანისთვის კარგად ცნობილია.
მუშაობთ ძალიან წარმატებულ კომპანიაში, გავიდა ბევრი წელი და მიხვდით, რომ ეს თქვენთვის სიახლე აღარ არის, ვეღარ იზრდებით პიროვნულად და გსურთ რაღაც შეცვალოთ. ამ დროს კი შეთავაზებას იღებთ გაცილებით პატარა და ახალფეხადგმული კომპანიიდან. რას აკეთებთ ამ დროს? თუ თქვენ თანხმდებით ახალ სამსახურს, სწორედ ესაა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თქვენ ტოვებთ ადგილს, სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს და იცით, რომ ეს სტაბილურია, სანაცვლოდ მიდიხართ კომპანიაში, სადაც სტაბილურობის ასეთი გარანტია არ გექნებათ.
რასაკვირველია, ეს რისკია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს რისკი ამართლებს. თუ თქვენ არ გააკეთებთ ნახტომს, მოგიწევთ მთელი ცხოვრება კუს ნაბიჯებით იაროთ, იყოთ კომფორტულად, მაგრამ ვერ განვითარდეთ და ვერ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
გთავაზობთ რამდენიმე გზას, როგორ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან:
იპოვნეთ სიმხნევის ზონა – ეს ყოველთვის კომფორტის ზონის მიღმაა. სიმხნევის ზონა ნაკლებად პროგნოზირებადია, მაგრამ მოიცავს მეტ შესაძლებლობას პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის.
თავიდან აირიდეთ შიშის ზონა – კომფორტის ზონის გარეთ არის კიდევ ერთი – შიშის ზონა. ანუ თქვენ გიჩნდებათ შერძნება, რომ შესაძლოა არ გამართლდეს თქვენი მოლოდინი და ამიტომ უარს ამბობთ კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე. დაივიწყეთ შიში, მხოლოდ გაამხნევეთ საკუთარი თავი.
იყავით დაუცველი – ეს წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გააშიშვლეთ თქვენი თავი. დაივიწყეთ ყველა ადამიანი, რომლისგანაც დახმარებას ელით. დადექით თქვენს პრობლემებთან მარტო და გადადგით ნაბიჯი, თუნდაც იცოდეთ, რომ წინ წარუმატებლობა გელოდებათ.
იარეთ წინ – კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ ხდება ერთი ნახტომით, საჭიროა დაიწყოთ რაღაცით და შემდეგ იაროთ წინ ნელ-ნელა. საბოლოოდ თქვენ შეძლებთ თავი დააღწიოთ კომფორტის ზონას.
