fbpx

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ დაკავებული ხართ „თქვენი საქმით“

ავტორი ჟოლო
285 ნახვა

ჩვენ ყველა პუნქტს ვეთანხმებით, განსაკუთრებით კი ბოლოს! თქვენ?

1.  ეს საქმე შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გარემოებებში, იმის მიუხედავად, თუ როგორ გრძნობთ თავს.

2. თქვენ მომენტალურად ერთვებით სამუშაო პროცესში, გეკარგებათ დროის შეგრძნება.

3. მუდმივად განიცდით პროფესიული ზრდისაკენ სწრაფვას, გსურთ ახალი ცოდნის შეძენა. მონაწილეობას იღებთ დისკუსიებში, რომელიც თქვენს საყვარელ საქმიანობას უკავშირდება.

4. თქვენ ყველანაირი სარგებლის გარეშე უზიარებთ შეძენილ გამოცდილებას სხვა ადამიანებს. ცოდნა თქვენთვის მარტივად მისაღები ხდება, ამიტომ ასევე მარტივად შეგიძლიათ მისი გაცემაც. არ გადარდებთ ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვინმე თქვენზე უკეთესი გახდეს, თქვენი ცოდნის გამოყენებით.

5. თქვენ გახსნილი ხართ ნებისმიერი სიახლისთვის. საყვარელი საქმე ენერგიის უდიდეს მუხტს გაძლევთ, რომლის დახარჯვაც გსურთ საინტერესო საქმიანობებზე. ღია ხართ ახალი ნაცნობობებისთვის, მოგზაურობებისა და ექსპერიმენტებისთვის.

6. თქვენთვის ფული არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. პირიქით, მარტივად დახარჯავთ თქვენს საქმეზე მნიშვნელოვან თანხებს. მოვა დრო და საყვარელი საქმე ასევე მარტივად მოგიტანთ გაორმაგებულ შემოსავალს.

7. ამჩნევთ, რომ სასურველი მოვლენები თავისთავად ფორმირდება და იქცევა რეალობად, თქვენ კი მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ თვალყური ადევნოთ ყოველივე ამას. ახალი ნაცნობები, იდეები და შესაძლებლობები თითქოს თავისით მოდიან თქვენს ცხოვრებაში.

 

ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment