მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას, მოცემულ მომენტში რატომ არ განიცდით ნეტარებასა და ბედნიერებას: თქვენი აზრები ტრიალებენ იმის გარშემო, რაც თქვენ არა გაქვთ. სხვა შემთხვევაში თქვენ ბედნიერი იქნებოდით!
თქვენ კონცენტრირებული ხართ იმაზე, რაც არ გაქვთ.
თუმცაღა თქვენ შეგიძლიათ განიცადოთ ნეტარება და ბედნიერება – ამისათვის თქვენ უკვე ყველაფერი გაგაჩნიათ!
მე არ მეშინია შენი დაკარგვის, რადგან შენ არ ხარ ჩემი ან სხვისი საკუთრების ობიექტი. მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ; მიჯაჭვულობის გარეშე, შიშის გარეშე, პირობების გარეშე, ეგოიზმის გარეშე, შენი შთანთქმის მცდელობის გარეშე. თავისუფლად მიყვარხარ, რადგან მიყვარს შენი თავისუფლება, ისევე როგორც ჩემი.
ნუ ისაუბრებთ მანამ, სანამ სიჩუმეს ვერ გაიუმჯობესებთ.
როდესაც თავიდან აიცილებთ წარუმატებლობის შიშს, წარმატების მიღწევის დაძაბულობას, შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავი.
მოწონება, წარმატება, დიდება, დაფასება არის ის წამლები, რომლებზეც საზოგადოებამ დამოკიდებულება გაგვიჩინა და მათი მუდმივად არქონა, ტანჯვას იწვევს.
ყველაზე მთავარი ეს ყველას და ყველაფრის მიმართ სიყვარულის საჭიროებაა და ვინც ამას აღმოაჩენს, – გარდაიქმნება.
იმ დღეს, როდესაც თქვენ შეიცვლებით, ყველა ადამიანი შეიცვლება თქვენთვის და შეიცვლება თქვენი აწმყო. მაშინ იცხოვრებთ სიყვარულის სამყაროში.
ენტონი დე მელლო