fbpx

„მე და ღმერთს გვეცოდინება“

ავტორი admin
1.1K ნახვა

ერთხელ ერთი კაცი უცხო ტაძარს ეწვია, სადაც მოქანდაკე ღმერთის კერპს აქანდაკებდა. კაცმა შეამჩნია, რომ იქვე ზუსტად იგივე ქანდაკება იდგა, რომელზეც მოქანდაკე მუშაობდა.

– რაში გჭირდებათ ორი ერთნაირი ქანდაკება? – იკითხა გაკვირვებით კაცმა.

– პირველის კეთებისას მცირე შეცდომა დავუშვი და ამის გამო ვაკეთებ ახალს,– უპასუხა მოქანდაკემ კაცს.

კაცმა გულდაგულ დაათვალიერა, თუმცა რაკი ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოაჩინა კვლავ იკითხა:

– შეგიძლიათ მითხრათ სად არის დაზიანებული?

– ქანდაკების ცხვირზე პატარა განაკაწრია – აუღელვებლად უპასუხა მოქანდაკემ კაცს.

–  სად უნდა დადგათ ქანდაკება? – დაინტერესდა კაცი.

– ტაძრის ერთ–ერთ სვეტზე, დაახლოებით 20 ნაბიჯით მაღლა – უპასუხა მოქანდაკემ.

– და თუ ასე შორს აპირებთ დადგმას, ნამდვილად ვერავინ შეამჩევს ასეთ უმნიშვნელო წვრილმანს და, შესაბამისად, არავის ეცოდინება მის შესახებ, – ირონიული ღიმილით თქვა კაცმა.

მოქანდაკემ დროებით შეწყვიტა მუშაობა, შეხედა კაცს და ღიმილით უპასუხა:

“მე და ღმერთს გვეცოდინება!”

იყავით მართალნი საკუთარ თავთან… განვითარებისა და სრულყოფის სურვილი ადამიანისთვის თვითმიზანი უნდა იყოს და არა სხვისთვის თავის მოწონების საშუალება.

წყარო: ინტერნეტი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment