უთვალავი არაკი, შეგონება და სწავლებაა ადამიანისთვის, რათა მან მოიპოვოს წარმატება და ბედნიერება.
ერთ-ერთი აუცილებელი პირობა წინდახედულებაა.
როცა რამეს ამბობ ან აკეთებ, იფიქრე იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს ნათქვამს, თქვენს ქმედებას და ურთიერთობას.
უამრავი ისტორიები და მაგალითებია, როგორი კრახით მთავრდება წინდაუხედავი ადამიანის ცხოვრება.
აუცილებელია მოთოკოთ პირველი უარყოფითი ემოცია, ასევე უნდა დაფიქრდეთ პირველ აღფრთოვანებაზე.
იყავი წინდახედული, შორსმჭვრეტელი და იფიქრე:
რა სარგებლობას მოგიტანს მომავალში შენი საუბარი და ქმედება. რა სასიცოცხლო და სასიკეთო მნიშვნელობა ექნება სამომავლოდ თქვენს ქმედებას.
და მთავარი: შენი აწმყო და მომავალი დამოკიდებულია შენი სხეულის ნაწილზე, იმ ორგანოზე, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს ან ააშენოს შენი ცხოვრება.
ეს არის ძნელად დასამორჩილებელი ორგანო, რომელიც განთავსებულია პირის ღრუში.
ენა – შენი ამშენებელი და დამაქცევარი.
დაფიქრდი, წინ გაიხედე და გაიაზრე და რას ამბობ, რატომ ამბობ, სად ამბობ, ვისთან ამბობ, რა მიზანს ემსახურება და რა შედეგს მოგიტანს.
გიორგი ჯაჯანიძე
Francis Prymerski