fbpx

„რომელი საუკუნეა, რატომ ვერ ვვითარდებით, ვინ დაგვწყევლა ასე საშვილიშვილოდ“

ავტორი ჟოლო
113 ნახვა

იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელთანაც დიდი ხნს წინ გადავიკვეთე, სადღაც 6 წლის წინ…

ძალიან საყვარელი იყო, დავმეგობრდით, გასაუბრებებზე დამყავდა, ჩემს ერთ-ერთ ყოფილ ორგანიზაციაში გავუწიე რეკომენდაცია, დასაქმდა. ლექციებზეც მესწრებოდა, ბევრ რამეში მეხმარებოდა.

ხშირად ვმსჯელობდით ყოფით პრობლემებზე, ერთადერთი, რაზეც ვერ ვთანმხდებოდით, ქალის და კაცის როლი იყო, მე თანასწორობის მომხრე ვიყავი, ის კაცის მბრძანებლობის. ჰოდა, ამ გოგომ, რამდენიმე დღის წინ იქორწინა, დამბლოკა ფეისბუქზეც და გაწყვიტა ამდენ წლიანი უერთიერთობა, კაკ მინიმუმ განქორწინებამდე :დ

ჰოდა, ქმრის მონობის მსურველ, ქალიშვილ ფრენდებს მოგმართავთ, გამაგებინეთ, რა გგონიათ ასეთი ეს სექსი ან პენისი, რომ მათ მისაღებად მზად ხართ:

– ცოლად გაჰყვეთ ერთი კვირის წინ ფეისბუქზე გაცნობილ ბიჭს
– უარი თქვათ ყველაზე და ყველაფერზე
– შექმნათ საერთო ფეისბუქი, გაცვალოთ პაროლები, იჯდეთ სახლში, ხეხოთ უნიტაზი და ამოურიოთ ლობიოს (რაკი მან ასე გვიბრძანა)
– აიგდოთ თავი მთელი ქვეყნის დასაცინად
– გიტყაპუნოთ, მაგრამ რაც მთავარია ცოლი გერქვათ და არა განქორწინებული ბოზანდარა.
– გღალატობდნენ და გეკიდოს, ის ხომ კაცია?
– ა.შ.

რომელი საუკუნეა, რატომ ვერ ვვითარდებით, ვინ დაგვწყევლა ასე საშვილიშვილოდ.

გურამ შეროზია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment