რამდენიმე რამე ბოლომდე გაუგებარი რჩება ჩემთვის ქართული რეალობიდან
1. განუსაზღვრელი ვადით საშოვარზე თუ უნდა წახვიდე ქვეყნიდან, რატომ მიდის ქალი და რატომ რჩება კაცი სახლში?( ქუხნაში)
2. რატომ არის ქალი ვალდებული რომ უკანასკნელი კაპიკი ქმრის “გულაობას” მოახმაროს?
3. რატომ რჩებიან ზრდასრული შვილები ამ ფაქტის მიმართ გულგრილნი და რატომ მიიჩნევენ ნორმად, რომ დედამ უნდა უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა!
4. რატომ დავარქვით ამას “ნორმალურია” და რატომ თამაშობს უმრავლესობა შემდეგ სიყვარულობანას?!
P.S. დღეს შაბათ დღეს, ვმუშაობდი ოფისში, კლიენტი მყავდა რომელმაც მთხოვა რომ 30 წუთით გასვლა სჭირდებოდა ბანკომატში, მეგობრისთვის ფული უნდა მიეცა. “გაცოფებული” დაბრუნდა და ეს “ცოფი” მეც გადმომდო. ამერიკაში მყოფი ქალი ფულს ესესხა, იმისთვის რომ მისი “ბლეყვი” ქმარი ქორწილში მიდიოდა და მისი ნამუსი რომ მოწმინდოს ამან ბებრის ტრაკი უნდა წმინდოს!!!!
ამას ჰქვია სიბრიყვე! როცა 20 წელი შინაპატიმრობაში ხარ ?!
შენი წამებით ნაშოვნი ფულით შენმა ქმარმა ფრთები გაშალა, რატომ “აგულავებ და აბლატავებ” ?!
არ მითხრათ უყვარსო!!!!!ცალმხრივი არაფერი მწამს!!!
გია ხუროშვილი, ამერიკიდან