fbpx

„ჩახუტების მაგიური ძალა“

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

«„ნუ მომჩერებიხართ! ჯობია გადამეხვიოთ!“

ასეთი წარწერა ამშვენებს ამერიკელი პენსიონერის ლი შაპიროს ავტომობილს.

ის ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც კოლეგებმა ზედმეტსახელად „ჩამხუტებელი მოსამართლე“ უწოდეს.

ლი შაპირო თავისი კარიერის გარკვეულ ეტაპზე მიხვდა, რომ სიყვარული ყველაზე დიადი ძალაა სამყაროში და დაიწყო ჩახუტების „გაცემა“ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია.

მას თან დააქვს ჩანთა წარწერით „გული ჩახუტების სანაცვლოდ“, რომელშიც მოთავსებულია  წითელი ნაჭრისგან დამზადებული მცირე ფორმის ოცდაათი გული. ყოველ შემხვედრ ადამიანს ის სთავაზობს ერთ ასეთ გულს ჩახუტების სანაცვლოდ.

ამ ჩვევის დამსახურებით ლიმ მოიპოვა ისეთი პოპულარობა და სიყვარული, რომ მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა სახის გრანდიოზულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, სადაც ის პროპაგანდას უწევს სიყვარულს საზღვრების გარეშე.»  

ხშირ შემთხვევაში ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ შეხების, ჩახუტების ძალას.

ჩახუტება აკავშირებს ერთმანეთთან  სხეულსა და ცნობიერებას და იყენებს ამ კავშირს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის აახლოებს ადამიანებს, ანგრევს ბარიერებს. აგვარებს და თავიდან გვაცილებს კონფლიქტებს.

იმ ენერგიის შესწავლა, რომელსაც თითოეული ადამიანი ასხივებს, გვაძლევს საფუძველს ვამტკიცოთ, რომ უბრალოდ შეხება, ხელის ჩამორთმევა, თუ ჩახუტება არის გამოჯანმრთელების უმნიშვნელოვანესი წყარო, ვინაიდან სიყვარული – ეს არის ყველაზე ძლიერი გამაჯანსაღებელი ენერგია სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია ნებისმიერ წამალზე.

შეხება დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებათ სასიცოცხლო ძალების აღდგენა.

იმ პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი, რომლებსაც ეხებოდნენ ექთანები, გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებოდა ვიდრე იმათი, ვინც მოკლებული იყვნენ ასეთ შეძლებლობას.

ამ თემით უკვე ინტერესდებიან მეცნიერები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები.

სოციოლოგიური გამოკვლევებით, იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ბედნიერი ოჯახური ურთიერთობები,  ავადმყოფობები ბევრად უფრო ნაკლებია.

ასევე პაციენტებში, რომლებიც გრძნობენ, რომ ისინი უყვართ, გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარობს გაცილებით სწრაფად და წარმატებულად.

მეცნიერებმა ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი ლონდონის ერთ–ერთ კლინიკაში:

მთავარი ქირურგი საღამოს, ოპერაციის წინ ჩვეულებისამებრ მიდიოდა თითოეულ პაციენტთან პალატაში, რათა ეპასუხა მათი შეკითხვებისთვის და აეხსნა ოპერაციის საერთო ხასიათი. ქირურგს ექსპერიმენტის დროს, საუბრისას თითოეული პაციენტის ხელი ეჭირა თავის ხელში რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

ანალიზის შედეგებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  ასეთ პირობებში პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობდა სამჯერ უფრო სწრაფად.

ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა არის ამის მიზეზი.

შეიძლება ეს პირდაპირ კავშირშია მოდუნებასთან, ტკივილის მოხსნასთან.

შეიძლება შეხებისგან გადაეცემა სინაზე და მზრუნველობა, რომელიც პაციენტს უნერგავს საკუთარი ღირსების გრძნობას და განაწყობს გამოჯანმრთელებისკენ, მაგრამ ფაქტია, რომ, როცა ჩვენ მზრუნველად ვეხებით ადამიანს, იცვლება როგორც მისი, ასევე ჩვენი ფიზიოლოგია, მცირდება სტრესის ჰორმონების დონე, ხდება ნერვული სისტემის მოდუნება, უმჯობესდება იმუნური სისტემის მდგომარეობა და ეს ახდენს გავლენას ჩვენს ემოციებსა და ხასიათზე.

ახლა მგონი გასაგებია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შეხება, ჩახუტება და კონტაქტი ხელებით, რომ გავცეთ და მივიღოთ სიყვარული. ეს გვცვლის ჩვენ ფიზიკურად, გონებრივად და ემოციონალურად. ეს არის მშვენიერი საშუალება დავრჩეთ ძლიერი და ჯანმრთელი.

ფსიქოლოგები თვლიან,  რომ ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანისთვის აუცილებელია მინიმუმ 12 ჩახუტება დღეში.

სტატია კი მინდა დავამთავრო ჯეკ კენფილდის სიტყვებით:

ჩახუტება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის აწრთობს იმუნურ სისტემას, კურნავს დეპრესიას, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ძილს. ის აახალგაზრდავებს, იძლევა ძალას და არა აქვს რაიმე უარყოფოთი გვერდითი ეფექტები.

ჩახუტება – მართლაც რომ სასწაულმოწმედი საშუალებაა ნებისმიერი ავადმყოფობის განსაკურნავად.

ჩახუტება ყველაზე უშუალო და გულწრფელი ფორმაა ურთიერთობისა, ის არის ბუნებრივად სასიამოვნო პროცესი, რომელიც თავისუფალია ხელოვნურობისგან, არ აბინძურებს  ჰაერს, არ აფუჭებს გარემოს და გააჩნია 100 პროცენტიანი კეთილისმყოფელი ზემოქმედების თვისება.

ჩახუტება – იდეალური საჩუქარია. ბრწყინვალედ ესადაგება ნებისმიერ სიტუაციას. სასიამოვნოა მისი როგორც გაცემა, ასევე მიღებაც. ის გამოხატავს ჩვენს მზრუნველობას, არ საჭიროებს დამატებით შეფუთვას და რა თქმა უნდა მთლიანად ანაზღაურებადია.

ჩახუტება პრაქტიკულად არ გააჩნია რამე ხარვეზი. მას არ სჭირდება ბატარეის გამოცვლა, არ ექვემდებარება ინფლაციას, არ აფუჭებს ფიგურას, არ არის დაკავშირებული ყოველთვიურ შესატანებთან, დაცულია მძარცველებისგან და არ იბეგრება გადასახადებით.

ჩახუტება, არასაკმარისად გამოყენებული ჯადოსნური ძალის მქონე რესურსია.

როცა ჩვენ ვშლით ხელებს და ვხსნით გულებს, ჩვენ ვახალისებთ სხვებს მიყვნენ ჩვენს მაგალითს.

გაიხსენეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები. დაფიქრდით სიტყვებზე, რომლითაც გინდათ რომ მათ მიმართოთ, ჩახუტებაზე, რომლითაც შეგიძლია მათი და თქვენი გულები გაათბოთ და აჩუქეთ მათ და საკუთარ თავს ეს სიხარული და ბედნიერება.

იქნებ ელოდებით, რომ ისინი გთხოვენ ამის გაკეთებას?

ნუ დაელოდებით. უმჯობესია დაიწყეთ თქვენ თვითონ, ახლავე.

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. თქვენ თუ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე ჩახუტების მაგიური ძალა? 

და თუ არა, მზად ხართ მოსინჯოთ? გაგვიზიარეთ მოსაზრებები 

კომენტარებში.

უღრმესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.

წყარო: http://mebonia.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment