ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ზოგადი “წესები”, იმის შესახებ, თუ როგორი ქალები უყვარდებათ უფრო ხშირად მამაკაცებს.
- აგრძნობინე თავი საჭიროდ
დაასაქმე, მიეცი რაღაც შესაკეთებლად, ჰკითხე აზრი, ყოველთვის შეინარჩუნე ქალურობა და სინაზე …
- მიანიჭე თავისუფლება
არ დაგეგმო თქვენი მომავალი, თუ ამ საუბრის ინიციატორი თავად არ იქნება, გაუზიარე შენი შიში და მიეცი უფლება დაგამშვიდოს, ხშირად შეიტანე ცვლილებები გარეგნობაში, პატივი ეცი მის პირადულს და არ უპასუხო მის ტელეფონს.
- ხშირად შეაქე
წარუმატებლობას მამაკაცები მძიმედ იტანენ, თუნდაც ეს შენთვის უმნიშვნელო ჩანდეს. მისთვის ისიც კი დიდი ტრაგედიაა, რომ გასართობად ფეხბურთის თამაშის დროს ვიღაც სხვამ სამი გოლი გაიტანა, თავად კი მხოლოდ ერთი, უფრო მეტიც – შენ ეს დაინახე.
შეაქე და უთხარი, რომ ძალიან მაგარია, იბრწყინე მისი მეგობრების საზოგადოებაში, რათა შენით იამაყოს.
- აგრძნობინე თავი კომფორტულად
გაიპრანჭე მისი თანდასწრებით. მოამზადეთ საჭმელი ერთად (მამაკაცის გულისკენ გზა მის კუჭზე გადის”).
- აეჭვიანე მსუბუქად
მხოლოდ მ ს უ ბ უ ქ ა დ ,– ზედმეტი არ მოგივიდეს.
- არ აღელდე
სიმშვიდე შენი ყველაზე დიდი იარაღია. რაც უნდა მოხდეს ყველაფერი ბოლომდე გაარკვიე, გამოიყენე შენი ვერბალური უპირატესობა და არ გადახვიდე ისტერიკაზე.