***
თქვენი სილამაზე თქვენს თვალებშია.
გამოასხივეთ თქვენი სილამაზე.
მიიღეთ ეს სიტყვები ყოველდღე, დღეში სამჯერ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ სუფრის კოვზით:
* მე მიყვარს ჩემი თავი!
* მე მომწონს ჩემი თავი!
***
შური არ იძიოთ არავისზე. ისინი თვითონვე გააკეთებენ თქვენს მაგივრად და თქვენზე უკეთესადაც.
თქვენ? თქვენ ფრჩხილები დაიქლიბეთ და ნაქლიბს ნაზად შეუბერეთ.
***
როგორ მართოთ აზრები?
აზრები ისევე შეგიძლიათ შეარჩიოთ, როგორც დილას გარდერობში სამოსი შეარჩიეთ.
ნუ დაუშვებთ იმას, რომ ეს არ შეგიძლიათ.
ძალიან კოხტადაც შეგიძლიათ და ნუ იკატუნებთ თავს.
***
ჰო რა, რას ელოდებით?
წადით წინ და ვინც თქვენია – თან გამოგყვებათ!
თან სირბილით.
P.S. არ გაჩერდეთ. წადით წინ!
***
გააკეთოთ თუ არ გააკეთოთ?
ცხადია, გააკეთეთ, რადგან წლების შემდეგ თქვენ ინანებთ არა იმას – რაც გააკეთეთ, არამედ იმას – რაც არ/ვერ გააკეთეთ.
***
არ გინდათ აგრესია და ჩხუბი – ნუ გაამრავლებთ თქვენში სარეველებს.
ყვავილები მოაშენეთ – სულში, გულში, გონებაში, სახლში…
***
მადლიერი ვარ ღმერთის, რომელიც ისე მეხმარება, რომ არაფერს მთხოვს, არაფერს გამოელის ჩემგან.
რისი გამღები ვარ, მაგრამ თუ რამეს გავიღებ მისთვის, იმასაც კი უკან მიბრუნებს ხოლმე, თან მაშინ როცა მართლა მჭირდება.
და როგორ მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ სიკეთეს და იქვე ავიწყდებათ. კი არ თამაშობენ, ფიზიკურ დონეზე ავიწყდებათ. თითქოს თევზივით მეხსიერება აქვთ.
რამაზ გიგაური