1. ყველა გხედავს ისეთს, როგორიც ჩანხარ, მხოლოდ ცოტაოდენმა იცის თუ ვინ ხარ სინამდვილეში.
2. ლომს არ შეუძლია ხაფანგისგან თავის დაღწევა და ვერც მელა დაიცავს თავს მგლებისგან. ამიტომ მმართველი ერთდროულად მელაც უნდა იყოს, რომ ხაფანგები ამოიცნოს და ლომიც – მგლები, რომ შეაშინოს.
3. იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი აღმოჩნდება, ხალხი სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი ძველზე უარესი აღმოჩნდება.
4. მმართველის გონიერების განსაზღვრის უპირველესი მეთოდი, მის გარშემომყოფებზე დაკვირვებაა.
5. მიზანი ამართლებს საშუალებას.
6. გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან.
პირველნი უწარჩინებულესნი არიან,
მეორენი – წარჩინებულნი,
მესამენი – ფუჭნი.
7. უმჯობესია იმოქმედო და ინანო, ვიდრე უმოქმედობას ნანობდე.
8. არ არის აუცილებელი, ხელისუფალი ყველა კეთილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ არის პირდაპირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მფლობელად გამოიყურებოდეს.
9. ვერავინ ვერ იქნება თავისუფალი, მანამ, სანამ ყველა არ გათავისუფლდება.
10. როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.