“…ბევრს შეუძლია იყოს კეთილი, როცა ამის მიზეზი აქვს. მთავარია მაშინ როგორია, როცა გაბოროტების მიზეზი აქვს. სატანაც ანგელოზი იყო დაცემამდე. დაცემა ავლენს რამდენად იმსახურებდი მწვერვალს…”
“…ყოველთვის არსებობს არჩევანი. როდესაც ფიქრობ, რომ ის არ გაქვს, ესეც შენი არჩევანია, ცოტა ადრე გაკეთებული – არჩევნის ხელიდან გაშვების არჩევანი…”
“…გაცილებით ადვილია სხვების დადანაშაულება საკუთარ “უიღბლობაში” – დედის, მამის, მეუღლის… ნებისმიერის, საკუთარი თავის გარდა, საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ, ბედის ან ღმერთის…”
“…ნებისმიერ ადამიანს უამრავი მიზეზი აქვს ბედნიერებისთვის, ან პირიქით… მთავარია, რომელი მიზეზების დანახვას აიძულებს საკუთარ თავს…”
“…დრო რომ დაბრუნდებოდეს… რას იზამდა? ისევ ისე გაატარებდა, როგორც იმ დღეს. ლოგიკურია, მაშინ ხომ არ ეცოდინებოდა ამ დროის ფასი… მაშ რა აზრი აქვს დროის დაბრუნებას? სჯობს იცხოვრო დღეს ისე, რომ არ ინატრო ხვალ მისი დაბრუნება… თუმცა შეუძლებელია… არ იცი დღევანდელი დღის რომელი წამი დაფასდება ხვალ შენთვის. და მაინც, არასდროს ინატრო მისი დაბრუნება, გაუფრთხილდი ამჟამინდელ წამს, არ იცი, ხვალ რა ღირებულებას შეიძენს ის შენთვის…”
წიგნიდან “ბედი, რომელსაც აზროვნება განაგებს” ავტორი თეა კბილაშვილი