fbpx

როცა სიტყვა „არა“ შენთვის არ არსებობს!!! – არასდროს, არასდროს არ დანებდეთ!!!

ავტორი ჟოლო
108 ნახვა

„არის ვიზაც, არის გერმანიაც, არის The School For The Work-იც და საოცარი შეგრძნება შიგნით, რომ არ დანებდი და დარჩი საკუთარი თავის და საკუთარი ოცნებების ერთგული!!!!!“- წერს უკვე ახდენილი ოცნებით თინი ბასილაია, ახალგაზრდა ფსიქოლოგს ცოტა ხანში დაუვიწყარი შეხვედრა ელის ადამიანთან, რომლის შესახებაც რამდენიმე თვის წინ წერდა:

„ჩემი მიზნების კედელზე ბაირონ ქეითი მოვნიშნე, როგორც ჩემი ერთ-ერთი სასურველი მენტორი 2016 წელს და ასევე მოვნიშნე ეს ტრენინგი, როგორც ერთ-ერთი გეგმა და მიზანი, რომელსაც 2016 წელს შევასრულებდი“…

უცხოეთში გამგზავრება ვიზაზე უარის გამო ორჯერ გადაიდო, თუმცა ოცნება მაინც ასრულდა …

თინი ბასილაია: „ამ სიტუაციამ კიდევ უფრო მეტი შინაგანი ძალა მაპოვნინა საკუთარ თავში და მასწავლა, რომ არასდროს, არასდროს, ააარრაასდროსსს არ უნდა დანებდე, რა სირთულეებიც არ უნდა შეგხვდეს ცხოვრებაში, ასეთ სიტუაციაშიც კი უნდა გააგრძელო მოქმედება, გჯეროდეს შენი თავის, გჯეროდეს შენი ოცნებების, გჯეროდეს, რომ იმსახურებ საუკეთესოს და გააკეთო ყველაფერი, რაც შენი კონტროლის ზონაშია, რაც შენზეა დამოკიდებული, შემდეგ კი საჭირო გზები და საშუალებები აუცილებლად გამოჩნდება, მთავარია არ შეჩერდე!!!!! ????

ძალიან მიხარიაა ???? ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ მგონი წინ რა მაგარი რაღაც მელოდება, შემდეგ კი თქვენ, როცა საქართველოში ჩამოვიტან The Work-ს ????????????? ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ქეითის ????????? ✨✨✨✨✨

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც გვერდში მედექით, დამეხმარეთ, მგულშემატკივრობდით, მხარს მიჭერდით და ჩემი გჯეროდათ!!! ძალიან მადლიერი ვარ თქვენი, ეს ძალიან მაძლიერებდა და ძალიან დამეხმარა, რომ ყველაფრის მიუხედავად დღეს აქ ვყოფილიყავი!!! ????

გისურვებთ მეობრებო, რომ ყოველთვის იყოთ საკუთარი თავის და საკუთარი ოცნებების ერთგული და არასდროს, არასდროს არ დანებდეთ, ვინც არ უნდა გითხრათ არა, მთავარია საკუთარ თავს არ უთხრათ არა და მაინც გააკეთოთ მაქსიმალური, რაც თქვენი პასუხისმგებლობის ზონაშია – შედეგით კი აღფრთოვანებულები და ძალიან კმაყოფილები დარჩებით ???

ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ საუკეთესოს და ვიმსახურებთ, რომ ავისრულოთ ოცნებები!!!!

tini2დღეს თვითმფრინავში ამოვალაგე ჩემი ბლოკნოტები ?? ერთში ჩემს სურილებს ვწერ, მეორეში ახალ გაცნობიერებებს, მესამეში ახალ იდეებს და ა.შ. ??? რა მიზნისთვის განკუთვნილი ბლოკნოტი აღარ მაქვს ??? ჰმმ ???????

განსაკუთრებით მგზავრობის დროს მიყვარს ჩემს გეგმებზე, სურვილებზე, პრიორიტეტებზე, გაცნობიერებებზე ფიქრი და წერა ??

ჰოდა, ვფურცლავ სურვილების ბლოკნოტს და რას ვხედავ ??? აღარც მახსოვდა, რომ თურმე ბაირონ ქეითის School For The Work-ში მონაწილეობა და სტიპენდიის მიღებაც ჩამიწერია ???

დღეს კი ამას ვკითხულობ, ვზივარ და ვხვდები, რომ თვითმფრინავში ვარ, 2016 წელია, ივლისია, მივდივარ გერმანიაში, მივდივარ ბაირონ ქეითის ტრენინგზე და მაქვს სტიპენდიაც, ვაანალიზებ ამას და ვგრძნობ რომ გული მიჩუყდება… ??? ძალიან მაგარი განცდაა ???

მომინდა ეს თქვენთვისაც გამეზიარებინა, რომ თქვენც იოცნებოთ თამამად ???არ შეიზღუდოთ მეგობრებო თავი სურვილებში ????✨ ყველაფერი შესაძლებელია ????

სურვილების ბლოკნოტის ქონა და მისი შევსება კი ძალიან კარგი ჩვევაა, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა და ჩვენს ქვეცნობიერსაც მივცეთ მიმართულება, რომ სწორი გზით წაგვიყვანოს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment