კაცი ზის ავტობუსში. უკან კი ანგელოზი დგას წიგნით და კალმით ხელში .
კაცი ფიქრობს:
– არასოდეს მიმართლებს. რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი ცუდად მთავრდება.
– ცოლი ავი მყავს.
– კოლეგები უნამუსოები
– ამინდი საშინელია
– და ცხოვრება -ტანჯვა.
– აუუუ, ეს ისევ ამას უკვეთავს, – ფიქრობს ანგელოზი, იწერს შეკვეთების წიგნში სურვილებს და თავს აქნევს.
მერე მეორე ანგელოზს მიუბრუნდება, რომელიც გვერდით მჯდომი ქალის ოხვრა გოდებას იწერს და ეუბნება:
– მე კი შევუსრულებ ყველაფერს, სხვა რა გზაა, მაგრამ რა მიკვირს, იცი? როგორ არ მობეზრდათ ეს ერთი და იგივე? მე ისე მომბეზრდა, რომ შეიძლებოდეს, განცხადებას დავწერდი და სხვაგან გადაყვანას მოვითხოვდი;)) მაგრამ მგონი არც სხვებთანაა უკეთესი სიტუაცია. რატომ მოწონთ ასეთი ცხოვრება, ვერ ვხვდები და მომკალი თუ გინდა.
– ეგ ჩემთვისაც ამოუხსნელ განტოლებასავითაა, დალოცვილო, სულ ცუდად და უბედურად ყოფნა როგორ უნდა გინდოდეს? რა არის ამაში კარგი? თუ არის და ჩვენ ვერ ვხვდებით?
– არ ვიცი, არ ვიცი, – სევდიანად ჩაილაპარაკა პირველმა ანგელოზმა და გაემართა იმავე შეკვეთის შესასრულებლად, რომელსაც აგერ უკვე 40 წელია ყოველდღე ასრულებდა.
აბა, ჩემო საყვარელო მეგობრებო, გადახედეთ თქვენს ფიქრებს, თქვენ რა შეუკვეთეთ დღეს?
მოამზადა თამარ საგინაშვილმა