fbpx

“გულწრფელი ადამიანის მიღება რომ შეგეძლოს, შენც ამ მდგომარობაში უნდა იყო”…

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

გულწრფელობა, – ეს არის გასაღები. თუმცა, ყველგან და ყველასთან იყო გულწრფელი ნიშნავს იმას რომ საკუთარ თავს კარგად იცნობ და მიღებული გაქვს შენი შინაგანი სამყარო.

როდესაც მიღებული გაქვს შინაგანი დემონები და ანგელოზები ასეთ დროს არ იბრძვი და არ არსებობს რაიმეს მტკიცების საჭიროება. ასეთ დროს დასრულებულია ომი და ბრძოლა.

გულწრფელი ადამიანის მიღება რომ შეგეძლოს, შენც ამ მდგომარობაში უნდა იყო. თუ ამას ვერ აცნობიერებ ვერც გულწრფელობას ვერ იღებ, შეგჭამს ეჭვი და რაც არ უნდა მაძღარი იყოს კუჭი, მაინც შეჭამ კონტაქტში არსებულს.

დიდი გამბედაობა სჭირდება გულწრფელობას.

გულწრფელობა არის აღიარება იმისა, რომ ხარ ის, რაც ხარ. ღებულობ სიბნელის და სინათლის არსებობის შესაძლებლობას. ეს გასაღები ეძებეთ ადამიანებო. საკუთარ თავთან მაინც, როდესაც მარტონი დარჩებით ოთახში და საკუთარ თავს გაესაუბრებით. სხვა შემთხვევაში ნუ გაგიკვირდებათ იმ ქაოსის, რომელიც გულსა და გონებას დათრგუნავს.

მე ვირჩევ ამ გზას, თუმცა ვიტოვებ იმ ალბათობის შესაძლებლობას, რომ ეს გზა არ არის მარტივი და შესაძლოა ვერც აღმოაჩინო იგი სხვაგან ან სხვაში. დასაწყისი და შედეგი ყოველთვის ეგოისტური ბუნებისაა და არ არსებობს სხვა საზრისი გარდა პირადი კეთილდღეობისა, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა დედა ტერეზას როლს ან წითელ ჯვარს ემსახურებოდე.

როდესაც არ აღიარებ პირადი კეთილდღეობის რეალიზაციის საჭიროებას და არ გაქვს გაცნობიერებული თვითმოვლის უნარ ჩვევები, იქნები მარიონეტი, თოჯინა ძაფებით, რომელსაც ნებისმიერი მიმართულებით წაგიყვანს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციუმის სახით.

Zurab Karchava Insight

მსგავსი სტატიები

Leave a Comment