fbpx

რატომ უნდა დავუჯეროთ ქმარს?

ავტორი ჟოლო
151 ნახვა

„დღეს, ჩემი თემა მხოლოდ ქალების  წასაკითხია… იმ ქალბატონების, რომლებთაც სურთ, რომ მათ ოჯახში სუფევდეს ჰარმონია. ვისაუბრებ, ერთ-ერთ უნარზე, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის სიმყარე.

ის მდგომარეოს შემდეგში – დაუჯეროთ და მოუსმინოთ ქმარს (მორჩილება) 

ზოგიერთი ქალბატონი ამას ახლა გამიპროტესტებს, მითუმეტეს, რომ  მოსმენის უნარი ასე დეფიციტს წარმოადგენს.

ქალებს არ უყვართ მოსმენა, მაგრამ სამაგიეროდ უყვართ – რჩევის მიცემა, ბევრი ლაპარაკი და გაკრიტიკება. ეს აქტიურობაა.

მოსმენა – პასიური მოქმედებაა, რომელიც მოდის შინაგანი მუშაობის და პროცესში ჩართულობისგან.  ეს სწორედ ქლურობაა.

ქალს ყველა აქტიურობა მიმართული უნდა იყოს შიგნით და არა გარეთ.

ქალი ხშირად მეუბნება და რაღა დაგიმალოთ და ადრე, წლების წინ მეც ასე ვთვლიდი:

„ჩემი ქმარი ასეთი და ისეთია…“  და იწყებს ჩამოთვლას – რატომ არ ხდება მათ შორის დიალოგი, საერთოდ არ უსმენს და არ ესმის ქმარს მისი, როგორი საცოდავია ასეთი კაცის გვერდით, რატომ შეხვდა მას მაინცდამაინც ასეთი ბედი… „ეს კაცია ცუდი, მე იდეალური ცოლი ვარ, მასშია პრობლემა და არა ჩემშიო“ -როგორც გოგონამ საუბრისას მითხრა…

ზოგიერთი ქალბატონი სრულებით დარწმუნებულია, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ქალებს უსმენენ და არ უსმენენ. რა თქმა უნდა, ქალს შეუძლია დაელოდოს ასეთი მამაკაცის გამოჩენას, ან მამაკაცი დაელოდოს მორჩილი ქალის გამოჩენას… მაგრამ უფრო ადვილი იქნება, თავად შევქმნან (ქალმაც და მამაკაცმაც) ისეთი გარემო, რომელიც გამოჩენაზე არ იქნება დამოკიდებული…

რას იძლევა ქალური მორჩილება?

როდესაც მამაკაც აქვს სტატუსი, დაფასება, ფინანსური ზრდა – ეს ხდება იმიტომ, რომ ცოლმა მიიღო ერთი უბრალო (ამავე დროს, ძნელად გასაკეთებელი) გადაწყვეტილება  –  გამხდარიყო მორჩილი!

მე, არ ვსაუბრობ მონობაზე, თვალდახუჭულად, ზიზღით და სიძულვილით მორჩილებაზე, არამედ, მშვიდად, სიმსუბუქით, სიყვარულით და მინდობით. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი წესი, რაზეც არის დამყარებული ოჯახის სიმყარე. ვის უნდა ენდო თუ არა ქმარს?

მორჩილება – ეს არის ყველაზე ძლიერი, პატივისცემის და სიყვარულის გამოვლინება მამაკაცის მიმართ.

მაგალითად, მეუღლე მოვიდა მეგობრებთან ერთად და გთხოვათ სუფრის გაშლა. მიდიხართ და უსრულებთ სურვილს. როცა გეტყვით, რომ მადლობა ჩვენ უკვე აღარფერი აღარ გვინდა, გადიხართ და ტოვებთ მათ, საქმიანი საუბრისთვის. ამ დროს, თქვენი მეუღლის ავტორიტეტი მაღლა იწევა მეგებრების თვალში. მას ეკითხებიან აზრს, პატივს სცემენ, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ეკითხებით მას აზრს და პატივს სცემთ. ასე მოხდება თვითოეული ქალბატონის ცხოვრებაში – როგორ პატივს სცემს, როგორ სიმაღლეზე აგყავს, ზუსტად ადეკატურ როლს ირგებს საზოგადოებაშიც.

ქალბატონები წუწუნებენ მამაკაცის უნებისყოფობაზე, უპასუხისმგებლობაზე და ამ დროს, თავად არიან დამანშავეები, რადგან, არ უტოვებენ მათ ამ ხასიათის თვისებების განსავითარებელ სივრცეს.

ჩვეულებრივ, ქმრის 3-4 შეცდომის მერე, ცოლი უკვე აღარ ენდობა და გამოაქვს განაჩენი – როგროც „უვარგისი“  და ამის გამო კაცი ვერ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას..

სამაგიეროდ, ქალები თავზე იღებენ ამ პასუხისმგებლობას, მამაკაცის ვალდებულებებს,  ფუნქციებს და აბრალებენ მერე კაცს.

მამაკაცის ბუნება ისეთია, რომ მას სჭირდება გამოცდილება, სჭირდება შეცდომები!

ბავშვობაში ბიჭების უმეტესობას შეცდომის დაშვების საშუალებას არ აძლევდნენ დედები, ყოველი მხრიდან დაჰფოფინებდნენ. წარმოდგინეთ როცა ოჯახში არის: დედა, ბებია და ორი გაუთხოვარო მამიდა, რა ხდება ამ მომავალი ვაჟკაცის თავს?.. მოგვიანებით, ესტაფეტა გადადის ცოლზე და თუ კიდევ სიდედრია უკმაყოფილო სიძით, ხომ საერთოდ, მორჩა…  🙁

ქალბატონებო უნდა გაიაზროთ –  ნუ დაიცავთ მამაკაცს შეცდომებისგან, მხოლოდ მაშინ შესძლებს ის გაზრდას. შეცდომების და მარცხის შედეგად  არაფერი მოუვა მასაც და თქვენც. პირიქით, ისწავლის პასუხისმგებლობის აღებას.

ქალები ვიბადებით საუკეთსო თვისებების მთელი ნაკრებით. ჩვენი ამოცანაა შექმნილს ვეფეროთ,  originalგავზარდოთ, გავაღვივოთ, მოვუაროთ, ვიზრუნოთ, ვიყოთ მოქნილები… გვაქვს კარგი ინტუიცია…

მამაკაცი თავს ქმნის მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებიდან – იკვლევს, ცდის, შლის, ანგრევს, მიდის რისკზე და ამაზე სწავლობს.

ჯერ დედა არ აძლევდა ამის კეთების საშუალებას ბავშვობაში, ახლა თქვენ…. მიეცით მეუღლეს შანსი დაუშვას შეცდომები და გაითვალისწინეთ, ამ დროს ყვავივით კი ნუ დასჩხავით, მიენდეთ, მიუშვით…

არსებობს ასეთი გამონათქვამი:

„ჩვენი სიბრძნის წყაროს წარმოადგენს, ჩვენი გამოცდილება.

ჩვენი გამოცდილების წყაროს წარმოადგენს, ჩვენი სისულელეები“

როგორო ფიქრობით უნდა ვუსმინოთ ქმარს?

აქ არსებობს ფაქიზი ზღვარი, რომელიც უნდა დაიცვათ.

თუ ქალი, პიდაპირ თვალებში შესციცინებს ქმარს, მზად არის შეასრულოს ქმრის ყველა ახირება და ეს ხდება შიშით, მონური განწყობით – ასეთი ურთიერთობები განწირულია. ამ დროს, ქალს აქვს დაბალი თვითშეფასება და ყველაფერს აკეთებს, რომ დაიმსახუროს სიყვარული, თავს არ მიიჩნევს მის ღირსად, რის გამოც ქალი კარგავს კაცისგან პატივისცემას და მეტიც, ის ქმარში აღვიძებს დესპოტს. მოძალადე მამკაცის თვითშეფასება კი ეცემა და უკმაყოფილება იმატებს ოჯახში ყოველდღიურად.64ea4e0860c68a8f9be75f31fe52fb3f

მორჩილებას უნდა ახლდეს გონიერება, როგორც ეს ნამდვილ დარბაისელ და ბრძენ ქალს შეესაბამება. მორჩილება, მოსმენა ეს არ არის მონობა და თავის დამცირება… არავინ ამას არ გაძალებთ.

ნებაყოფლობითი არჩევანია – მოუსმინოთ თუ არა ქმარს, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

დღეს სულ ეს არის.

თემის, ვისწავლოთ მამკაცის მოსმენა!  გაგრძელება იქნება.

თუ თემა აქტუალურია, შგიძლიათ გააზიაროთ და დატოვოთ კომენტარები.

დაე, გქონოდეთ ჰარმონიული ურთიერთობები! 

თამარ კვარაცხელია, ქოუჩი და წარმატების ექსპერტი

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment