fbpx

“როდესაც ვინმეს რჩევას აძლევთ, მისი ქმედების შედეგებზე პასუხისმგებლობას სამყარო თქვენ გაკისრებთ”

ავტორი ჟოლო
816 ნახვა

ხშირად დილემას არ აქვს ცალსახად სწორი და არასწორი პასუხი, ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. შეუძლებელია თქვენ ვინმეს სწორი რჩევა მისცეთ, რადგან შეუძლებელია მისი პოზიციიდან მიიღოთ გადაწყვეტილება. თქვენ არ გიცხოვრიათ მისი ცხოვრებით, არ იცით ის ყველაფერი, რაც მან იცის და შესაბამისად არ იცით, რა არის მისთვის და მისი სულისთვის უკეთესი. როცა ვინმე რჩევას გეკითხებათ და თქვენც აძლევთ ეს ადამიანი ენერგეტიკულ დონეზე თავისი ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობას თქვენ გინაწილებთ. თქვენს ხარჯზე იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ ნურასოდეს ურჩევთ ვინმეს რამეს, თუ დახმარება გინდათ, შესთავაზეთ ვარიანტები და ამ ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები. გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

ასეთივე შეცდომაა ვინმეს შეფასებაც. შეფასებისას ჩვენ ადამიანს ვაპროგრამებთ. ეს ჩვეულებრივ ჰიპნოზად ითვლება ნლპ-ში. ამიტომ თუკი გვაწყენინებენ, სჯობს ადამიანის ქცევა მისი პიროვნებისგან გავმიჯნოთ და ამ ქცევის გამოწვეულ რეაქციებზე ვისაუბროთ.

წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment