fbpx

გავხდეთ სინათლის გამავრცელებელნი და არა სიბნელის…

ავტორი ჟოლო
468 ნახვა
0 კომენტარი
1

ძალიან მარტივად დავწერ და გამგები გაიგებს:

პირველად იყო სიტყვა..
როდესაც ამ სიტყვას კოლექტიური გონი ამოიჩემებს ის ხდება პროგრამა ამ მასისთვის.
როდესაც, რაღაც არ მოგვწონს და არ ვიღებთ, ეს ადრინდელი ჩვენი აზრები და დამანგრეველი ემოციებია სამყაროში გაშვებული და ამ სახით დაგვიბრუნდა დესტრუქციის ამოსაგლეჯად. რახან მარტივ მაგალითებზე სწავლას გავურბივართ. გადაბრალებები და მსხვერპლის როლი კარგად ავითვისეთ.

რამდენი ადამიანია თურმე დამალული, არაცნობიერი დამანგრეველი და სიცოცხლეზე ხელაღებული პროგრამით…
რამდენი ცდილობს თავში კი არა სხვებში ეძებოს მიზეზი…

არ ველი გაგებას…
არანაირად…

უბრალოდ, მეტი უბედურების თავიდან ასაცილებლად ვწერ..

დარწმუნებული ხართ, რომ ის რასაც ავრცელებთ სიტყვების თუ ემოციების სახით, ან მუდმივად ამაზე საუბრის ფორმით, წინ არ დაგხვდებათ უფრო დიდი მასშტაბით?

სიტყვა ენერგიაა და ის არ იკარგება.
ის რჩება სამყაროში მუდმივობაში და ბრუნდება ადრესატთან ბუმერანგის წესით ან მიზიდულობის კანონით.

სიტყვა ჰგავს, მატარებლიდან ხედს, რომელიც თქვენი თავლსაწიერიდან კი ქრება მაგრამ რეალობაში რჩება. ერთ დროს აუცილებლად შემოგეფეთებათ..

ასევეა, თითოეული თქვენი სიტყვა ძვირფასებო, მუდმივობააააააა..
გამოსავალი ტკივილიდან გაქცევა კი არ არის, არამედ ტკივილით სინათლეში გასვლაა..
თუ არა და ვიყოთ ასე ფერხულში ნგრევის, მსხვერპლის, დაუსრულებად ვიტრიალოთ ჩაკეტილ წრეზე…. გაქრობამდე… მაგრამ გაქრობითაც, რომ ვერ გავქრებით. ამბიციები გვაქვს …

დარწმუნეული ვარ იქ სადაც სინათლეა, სიბნელე ქრება.
თუ ბნელ ოთახში ავანთებთ სანთელს სიბნელე უჩინარდება. ხოლო სინათლეში სიბნელეს რამდენიც არ უნდა ტენოთ ვერ შეიტანთ, ვერანაირად…

ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენში არსებული ნათელი გავანათოთ თითოეულმა…

გავხდეთ სინათლის მატარებელი და გამავრცელებელნი და არა სიბნელის…

სიყვარულით თქვენს სინათლეში უპირობო რწმენით

თამარ კვარაცხელია

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები