fbpx

როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან და უფულობიდან?!

ავტორი ჟოლო
2.7K ნახვა

რედაქციაში მოსულ შეკითხვას „როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან და უფულობიდან“ პასუხობს ქოუჩი და წარმატების ტრენერი დონარი სამადაშვილი.

მინდა დავიწყო შიმონ პერესის სიტყვებით: „ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრე – ეს არის ადამიანი. ადამიანები ამდიდრებენ მიწას და არა მიწა ადამიანებს.

დეპრესია და უფულობა – ეს ორი პრობლემა, რომელიც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, ისეთი მქრალი ხაზებით არის დაკავშირებული, ვერ ხედავ საიდან იწყება, ან საით მიედინება…

ეს ორი პრობლემა განიხილება ერთიანობაში, და მართალიც არის, უბრალოდ უნდა გავმიჯნოთ საიდან მოვიდა დეპრესია, საიდან მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ფულადი სახსრების დეფიციტი, ამის მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ, მაგრამ რაც ამ პრობლემას წითელი ხაზივით გასდევს ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს თავს, ჩვენს შესაძლებლობებს…

ასევე ჩვენი აღზრდა …

ჩვენ ვართ მსხვერპლთა მსხვერპლები და ეს არ არის მარტივად ნათქვამი, მშობლებს ყოველთვის სურთ საუკეთესო შვილებისთვის და ის რაც სწორად მიგვაჩნია ჩვენი მშობლების აღზრდიდან გამომდინარე გადადის  თაობიდან თაობაზე… ჩვენც ასე ვმოძღვრავთ შვილებს…

ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ

საკუთრი თავის შეყვარება ეს არის ეგოიზმი, არადა სწორედ საკუთარი თავის აღიარება, ის რაც უფალმა საჩუქრად გვიბოძა, რომ ეს ნიჭი რეალიზებული ყოფილიყო ჩვენს მიერ, ჩვენ ცხოვრებისეულ ორომტრიალში გვერდზე გადავდეთ… ისეთ აურზაურში ვართ ჩართულნი, რომ საერთოდ არ გვახსოვს საკუთარი თავი, ის ნიჭები და შესაძლებლობები რაც გაგვაჩნია და მხოლოდ ცხოვრებისეულ შაბლონებს მივსდევთ.

ასე მაგალითად: ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ… მთავრობის ბრალია…, ეეხ პატრონი რომ მყავდეს…, მდიდარი მშობლები.., მდიდარი ქმარი… კიდევ უამრავი, შაბლონია…

ერთი წუთით გაჩერდი და საკუთარ თავს ჰკითხეთ რა დააკელით მას?

ზუსტად ის რაც საკუთარ თავს დააკელით, ზრუნვა, პასუხისმგებლობა, უკეთესი ცხოვრება, იმას ითხოვთ სხვებისგან… ჯერ საკუთარი თავი ისე შეიყვარე, რომ თავადვე გახდე ბედნიერი, ცარიელი ჭიქიდან წყალს ვერ დალევ, ჯერ შენი თავი უნდა აავსო სიხარულით, ენერგიით, სიცოცხლის სიყვარულით და მერე გასცეთ … „რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულიაო“ – ხომ გაგიგიათ, გაცემული ყოველთვის უკანვე გიბრუნდებათ,  სამყარო ნეიტრალურია, მას არ სჭირდება ჩვენი ემოციები, ის ყოველთვის წონასწორობაშია, ჩვენივე გაშვებულ ემოციას, საქმეს, სიკეთეს უკანვე გვიბრუნებს ხშირ შემთხვევაში გამრავლებული სახით.

ახლა შეკითხვა – როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან?…

დეილ კარნეგის სიტყვებს მოვიშველიებ „არცერთი ჩვევა ისე არ აუმჯობესებს განწყობას, როგორც ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, მიუხედავად ნებისმიერი მოვლენისა ან მათი არარსებობისა, ბედნიერები ვიქნებით…

რწმენა უფლისა, ლოცვა, მეტი ურთიერთობა ბუნებასთან, თქვენ რადგან დეპრესიაში ხართ ცხადია ჯანმრთელობის პრობლემებიც გაქვთ, ამიტომ მეტი ისეირნეთ ბუნებაში და ილოცეთ უფლის ხელი და მადლი ყველგანააა.

რაც შეეხება უფულობას, ფულის ხსენებაზე ხშირად ფულის კუპიურები მოგვდის გონებაში, რა არის სიმდიდრე, სიმდიდრესთანაც ფული ასოცირდება, კი მაგრამ როგორ ვიშოვოთ ეს ფული, რომ კიდევ მეტი კომფორტი გვქონდეს ვიდრე ეს დღეს გვაქვს…

აღიარეთ რამდენი სიმდიდრე გაგაჩნიათ ის რასაც მილიონადაც ვერ დათმობდით… გაიხსენეთ რამდენი გამარჯვებისთვის მიგიღწევიათ რასაც ფულით ვერ იყიდდით, გაიხსენეთ  როგორი მდიდარი ხართ…

და მერე დაისახეთ მიზანი…

მიზანს წარმოადგენს ის, რაც ადამიანს სჭირდება ცხოვრებისგან. ამ დროს სამყარო მზად არის თქვენი სურვილები შეასრულოს, როდესაც მიზანი ფულია და თვლით, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ ერთი ტომარა ფულის მეშვეობით არის შესაძლებელი, შეცვალეთ მიზანი, რადგან ფულის მარათონში ყველა დამარცხებული გამოდის. ასეთ შემთხვევაში თქვენ ფიქრობთ ფულზე და არა მიზანზე, საბოლოოდ აღარც ფულია  და არც მიზანია მიღწეული…

ახლა წარმოიდგინეთ, მიბრძანდით რესტორანში და ოფიციანტი შემოგეგებათ, აძლევთ შეკვეთას, სამზარეულოში დაიწყეს თქვენი შეკვეთის მომზადება, თქვენ ამ დროს ცვლით შეკვეთას, ცხადია შეჩერდება თქვენი პირველი შეკვეთის მომზადება და დაიწყება შემდეგის მომზადება, თქვენ ისევ ცვლით შეკვეთას. ბუნებრივია, საერთოდ შეჩერდება თქვენგან შეკვეთების მიღება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ რა გსურთ ჩაი თუ ყავა… ამიტომ ჩამოყალიბდით რა გსურთ და ისე მიეცით სამყაროს შეკვეთა, რომ მან შეასრულოს სანუკვარი სურვილი…

მუდმივი ფიქრი ფულის დეფიციტზე, გვაძლევს მხოლოდ ერთ საფუძვლიან შედეგს, იმას რასაც ფიქრით და ჩვენი ენერგიით მუდმივად ვკვებავთ ის მრავლდება, უფულობას თუ კვებავთ ფიქრებით, შესაბამისად ელოდეთ უფრო მეტ დეფიციტს რადგან თქვენვე გაამრავლეთ უფულობა თქვენს ცხოვრებაში, ახლა კი ხვდებით თქვენს ფიქრებს რა ძალა აქვს, ახლა ეს ძალა თქვენივე სასარგებლოდ გამოიყენეთ, ფიქრი მიმართეთ არა ფულზე არამედ მიზანზე და მერწმუნეთ სამყაროდან აუცილებლად მოგივათ დახმარება, ზოგი იდეის სახით, ზოგიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე, ზოგიც ადამიანების მეშვეობით, მთავარია მოინდომოთ…

იდეიდან მიზნისკენ მიმავალი გზის თანმდევია ფული და არა თავად მიზნად დასახული ფული. ნუ ღელავთ მთავარია ფულის  მნიშვნელობა დაიყვანოთ მინიმუმამდე. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე თუ რისი მიღება გსურთ… და არა იმაზე რის დეფიციტს განიცდით…

მიუღწეველი  არაფერია, ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენივე შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში, მთავარია თქვენ მოინდომოთ ამის მიღება….

სიყვარულით დონარი სამადაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment