fbpx

„მე ვერ მივიღე ვერაფერი რაც კი ღმერთს ვსთხოვე, მაგრამ მან მომცა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.“

ავტორი admin
129 ნახვა

„ღმერთს ვსთხოვე დაესაჯა ჩემი მტერი. მან მიპასუხა:

„ არა. ის უნდა გახდეს შენი მეგობარი“.

ღმერთს ვსთხოვე მოეცა მოთმინება, მაგრამ ღმერთმა მიპასუხა:

„არა. მოთმინება გამოცდის შედეგია. მას არ იძლევიან, არამედ სწავლობენ“.

ღმერთს ვსთხოვე „წაერთვა“ ჩემთვის სიმაყე, მაგრამ მან მიპასუხა:

„არა. სიამაყეს არ ართმევენ, მასზე უარს ამბობენ“.

ღმერთს ვსთხოვე ეჩუქებინა ჩემთვის ბედნიერება, მაგრამ მან მიპასუხა:

„არა. მე შენ დაგლოცავ, მაგრამ იქნები თუ არა ბედნიერი, დამოკიდებულია შენზე“

ღმერთს ვსთხოვე დამიფაროს მე და ჩემი საყვარელი ადამიანები ტკივილისგან, მაგრამ მან მიპასუხა:

„არა. ჩვენ ვიტანჯებით და ვიმარჯვებთ ტკივილზე ერთად“.

ღმერთს ვსთხოვე სულიერი ზრდა, მაგრამ ღმერთმა მიპასუხა:

„არა. სული უნად იზრდებოდეს თავისით, მე კი მიგანიშნებ“.

ღმერთს ვსთხოვე, დამეხმაროს მიყვარდეს სხვები როგორც მას უყვარს და ღმერთმა მიპასუხა:

„ დიდი სიხარულით დაგეხმარები! ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რაც უნდა მთხოვო“

 

მე ღმერთს ვთხოვე ძალა, მაგრამ მან გამომიგზავნა გამოცდა, რომ გავძლიერებულვიყავი.

მე ღმერთს ვსთხოვე სიბრძნე, მაგრამ მან გამომიგზავნა პრობლემები, რომელზედაც თავი უნდა ვიმტვრიო.

მე ღმერთს ვსთხოვე სიმამაცე, მაგრამ მან გამომიგზავნა საშიშროებები.

მე ღმერთს ვსთხოვე სიყვარული, მაგრამ მან გამომიგზავნა ისინი, ვისაც სჭირდება ჩემი დახმარება.

მე ღმერთს ვსთხოვე სიუხვე, მაგრამ მან მომცა შესაძლებლობები.

მე ვერ მივიღე ვერაფერი რაც კი ღმერთს ვსთხოვე, მაგრამ მან მომცა ყველაფერი ის, რაც მჭირდებოდა.“

 

წყარო: https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment