fbpx

7 რჩევა დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისთვის

ავტორი Ann
3.8K ნახვა

გრძნობდე თავს შემდგარ ადამიანად და იყო კმაყოფილი სწორედ ისაა, რისკენაც ადამიანები მივისწრაფით. ჰკითხეთ თქვენს თავს ხართ თუ არა კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. თუ არ ხართ, მაშინ მიჰყევით ამ რჩევებს:

 

ფოკუსირდით პოზიტივზე – ნეგატივის ხაფანგში მოხვედრა მარტივია. იფიქრეთ იმაზე რაც ცხოვრებას გიხალისებთ. ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას მოუძებნეთ პოზიტიური ახსნა.

 

იპოვნეთ სტრესისგან მხსნელი – ყველა ადამიანს აქვს რაღაც მისწრაფება რაც სტრესულ სიტუაციაში ეხმარება. იქნება ეს გიტარის დაკვრა, მუსიკის მოსმენა თუ ფილმების ყურება. მიაგენით თქვენს მხსნელს და დაკავდით ამ საქმით.

 

აჩუქეთ დრო საკუთარ თავს – დამღლელი სამუშაოს მერე, ბუნებრივია, ყველა ადამიანი დასვენებას საჭიროებს. სულაც არ არის სირცხვილი განტვირთვა. მოიწყეთ გამოსასვლელი დღე. გონებასაც ისევე სჭირდება დასვენება, როგორც სხეულს.

 

აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე – რთულ სიტუაციაში მარტივია სხვისკენ გაიშვირო ხელი და დაადანაშაულო. სიძლიერე იმაშია აღიაროთ შეცდომები და იპოვნოთ გამოსავალი.

 

იყავით გამგები – როდესაც ადამიანს რაიმეს ისე უკეთებთ, რომ სამაგიეროს არ ელოდებით ეს საუკეთესო დახმარებაა. მოუსმინეთ ადამიანებს ისე, რომ არ განსაჯოთ, იყავით მაქსიმალურად მეგობრული და გამგები.

 

გადაახალისეთ ურთიერთობები – გაერკვიეთ როგორი ადამიანები გყავთ ირგვლივ. ვის უხარია თქვენი წარმატება, ვინ ჭორაობს თქვენზე, ვინ გიშლით ხელს. მაქსიმალურად ეცადეთ ჩამოიშოროთ ადამიანები, რომლებსაც თქვენზე ცუდი გავლენა აქვთ.

 

იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით – თქვენზე უკეთ არავინ იცის როგორ გსურთ ცხოვრება. ნუ მისცემთ უფლებას სხვა ადამიანებს გიკარნახონ როგორ იცხოვროთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment