fbpx

„ეს შენს შინაგან სამყაროსთან მოგებული ბრძოლაა“

ავტორი ჟოლო
3K ნახვა

მადლიერება საოცარი გრძნობაა!!! ის პოზიტიური აზროვნების ნაყოფია.

რთულია იყო მადლიერი როცა გიჭირს, როცა უკმაყოფილო ხარ, როცა ვერ ამჩნევ კარგს,

როცა დაკარგე რწმენა და იმედი…

მაგრამ რისთვის მოგვცა განგებამ გონება, აზროვნების უნარი?

პოზიტიური დამოკიდებულება გარემოებების თუ საკუთარი თავის მიმართ, ეს თქვენი არჩევანია!

ყველაფერში ნახო კარგი – არა ცუდი.

იყო რწმენით – როცა არ სჯერათ შენი.

გქონდეს იმედი – როცა გარშემო უიმედობაა.

ეს შენ შინაგან სამყაროსთან მოგებული ბრძოლაა.

ბრძოლა ცნობიერთან!!!

აირჩიე-ან მთელი ცხოვრება წუწუნი, ან მთელი ცხოვრება მადლიერება!

ხან იყო მადლიერი, ხან არა, ასე არ გამოვა. როგორც ნახევრად ვერ იქნება ქალი ორსულად, ასევე მადლიერების გრძნობა ან გაქვს ან არა. მადლიერი ხარ არა მარტო იმ ადამიანების რომლებიც შენს ცხოვრებაში იყვნენ (განურჩევლად ყველასი) და არიან დღეს, არამედ იმ კენჭისაც კი რომლისთვისაც ფეხი წამოგიკრია ოდესმე…
თუ შენ იქნები ყოველივე იმის მადლიერი, რაც ამ წუთას გაქვს (და ეს გექცევა ჩვევად), სამყარო მოგცემს გაცილებით მეტს ვიდრე ელიოდები მისგან!!!

თამარ კვარაცხელია

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment