fbpx

როგორ იწყებენ დილას წარმატებული ადამიანები

ავტორი ჟოლო
3K ნახვა

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბედნიერი დღის საწინდარი, სწორად დაწყებული დილაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ სტატიაში გაგაცნოთ წარმატებული ადამიანების დილის რიტუალები. მინდა ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ,რომ წარმატებულ ადამიანებს წარმატებული ჩვევები ახასიათებთ. 

Richard Branson – იგი განმარტავს თუ რატომ დგება ყოველ დღე დილის 5 საათზე: ‘’ ამ დროს მე შემიძლია ვივარჯიშო და მეტი დრო გავატარო ოჯახის წევრებთან. ყველაფერი ეს ჩემის საქმის დაწყებამდე საოცარ განწყობას მიქმნის.’’

Jack Dorsey_ ‘’Square’’ და ‘’Twitter’’ -ი ს დამფუძნებლის დილა 5 საათზე იწყება, 30 წუთს მედიტაციას უთმობს და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ყავას იმზადებს და მიირთმევს. მისი თქმით, ეს საკუთარ თავზე, მიზნებსა და გეგმებზე ჰარმონიულად ფიქრში ეხმარება.

Tory Burch – მისივე სახელობის მარკის დამფუძნებლის დილა 5:45 წუთზე იწყება. დილიდანვე ამოწმებს მეილებს,  45 წუთს ვარჯიშს უთმობს.

Arianna Huffington – იგი სრულფასოვან ძილის ერთგულია. იმისათთვის, რომ არიანამ კარგად დაისვენოს და გამოიძინოს მას სრული 8 საათი სჭირდება. დილას კი ყოველთვის მედიტაციით იწყებს.

Steve Jobs_ 2005 წლის სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამოსვლისას მან თქვა თუ რას ეკითხება ყოველ დილით საკუთარ თავს: “დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა თუ არა იმის გაკეთება რასაც დღეს ვაპირებ? და როდესაც ამ კითხვას მიყოლებით ბევრი დღის მანძილზე უარყოფითი პასუხი აქვს, ვხვდები რომ რამე უნდა შევცვალო.”

Benjamin Franklin_ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი დამფუძნებელი და მეცნიერი. 1791 წელს როდესაც მან თავის ბიოგრაფია დაწერა, აღნიშნა, რომ ყოველ დილით უნდა: ‘’ადგე, დაიბანო და მადლიერი სიტყვებით ღმერთს მიმართო’’ .

Michelle Phan_ ინტერნეტ ვარსკვლავი და კომპანია ‘’IPSY’’- ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დილის 5:30 წუთიდან იწყებს და თავიდანვე youtobe არხზე მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს ინდივიდუალურად პასუხობს.

Elon Musk_ცნობილი Space X-სა და Tesla-ს დამფუძნებელი თავის დროს ლოს-ანჯელსა და Bay area-ს შორის ატარებს. დილის 10 საათიდან უკვე მისი პირველი ზარები ჟურნალისტებთან და სამსახურის კადრებთან იწყება.

Gary Vaynerchuk_ Vayner Media-ს დამფუძნებელი დილას 6 იწყებს და აბაზანის შემდეგ იგი სიახლეებს ეცნობა. სახლიდან გასვლამდე 5 წუთით შვილებს ემშვიდობება და მანქანის მართვისას, ოჯახის წევრებს ესაუბრება.

და ბოლოს, Jeff Bezos_ ამაზონის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ყოველ ღამე 8 საათი სძინავს ხოლო დილით შეხვედრების ნაცვლად მეუღლესან ერთად საუზმეს ამჯობინებს.

წყარო:www.businessinsider.com

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment