1.9K
…სხვაგან რომ დავბადებულიყავი…ან რომ არ ვყოფილიყავი გოგო…
ადრე რომ ეს ჭკუა მქონოდა?
მშობლებს რომ სხვანაირად გავეზარდე,
მთავრობას რომ არ გავეწეწე,
ცოლი ადრე რომ მომეყვანა,
ის მიწა რომ მეყიდა და ეს სახლი არ გამეყიდა……..
გამომრჩა რაიმე სტანდარტული თავისმართლიას სასაუბრო მენიუდან?
როდემდე უნდა იყოთ წარსულში?
როდემდე შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ოდესღაც პამპერსი გჭირდებოდათ???
დაივიწყეთ!!!!!
აუკრძალეთ საკუთარ თავს ამგვარი საუბარი, თორემ ცხოვრების, დიდოელი ლეკის, ნაბდის და გათელვის ამბავი მონაგონი იქნება….
კითხეთ საკუთარ თავს რა უნდა გააკეთოთ დღეს რომ ხვალ მიიღოთ ის რაზეც ოცნებობდით….კითხეთ იმდენჯერ სანამ არ მიიღებთ პასუხს
და პასუხს მიიღებთ იმ წამსვე, როგორც კი მიიღებთ რეალობად მხოლოდ “ამ წუთს”…. აქ და ახლა_მხოლოდ და მხოლოდ.
ხათუნა მუზაშვილი