fbpx

სოციალური აქტივობა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს

ავტორი Ann
424 ნახვა

სხვადასხვა დღესასწაულების თუ უბრალოდ მნიშვნელოვანი თარიღების მეგობრების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშვნა ბევრს უყვარს. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვისთვისაც გარემო პრობლემას არ წარმოადგენს, ანუ უცხო სიტუაციაშიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. თუ ასეთი შემთხვევები გაოცებთ, კარგად დაფიქრდით, რადგან ძალიან ბევრს კარგავთ.

იაპონიაში ნარას სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს, სოციალურად აქტიურ ადამიანებს გაცილებით უკეთ გამოსდით თავიანთი ცხოვრების წარმართვა. კვლევისას დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებასთან აქტიურ კონტაქტს არ იყვნენ მიჩვეულნი საოჯახო საქმეებსაც ვერ აკეთებდნენ დამოუკიდებლად. ასეთ შემთხვევაში კი ადამიანი იმდენად დეგრადირებისკენ მიდის, რომ მის სიცოცხლესაც კი შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

როდესაც თქვენ საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობაში იმყოფებით, თქვენ ხდებით მისი ნაწილი და ის თქვენი, ეს გეხმარებათ საჭირო ადამიანების მოძიებაში; ემოცია, სიცილი, იუმორი სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ; როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ხართ გიჩნდებათ განცდა, რომ თქვენ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ეს კი სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ; სოციალური აქტიურობა გათავისუფლებთ შიშებისგან.

ადამიანებთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი დეპრესიის შანსს ამცირებს, მსგავსი კონტაქტები გეხმარებათ თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდეთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment