1. ნებისმიერ დროს შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება, რაც უფრო არ ნებდები, მით მეტია შანსი, რომ მწვერვალებს მისწვდე!!! წაიქეცი? – წამოდექი და ხელახლა დაიწყე!!!
2. ტკივილი, რომელსაც განიცდი დღეს გახდება შენი მთავარი რესურსი ხვალ!!!
3. სასიყვარულო ურთიერთობები ფაზლებით თამაშს ჰგავს, კარგად უნდა გახსოვდეს, რომ შენ ფაზლების მხოლოდ ნახევარი გაქვს!!!
4. ყველგან და ყოვეთვის ნებისმიერი ტიპის ურთიერთობებში იყავით საკუთარი თავი !!!
5. ქალი მაშინ ხდება ქალღმერთი, როდესაც საკუთარ არსს სწვდება და ამით ტკბობას იწყებს!!!
6. შეიყვარე საკუთარი თავი და ის ქალღმერთი შენში, რომელსაც ახლა შესაძლოა სძინავს.
7. რთულია ეთამაშო ქალს, როდესაც ფიქრობ, რომ ყველა წესი გამოიცანი, ის უბრალოდ ახალ თამაშს იწყებს…
8. სიყვარულს არ გააჩნია რელიგია, არც რასა და არც სქესი… ის უბრალოდ სიყვარულია და მორჩა. სიყვარული ჩარჩოებს არ სცნობს!!!
9. მაინც ვერ ვხვდები, რატომ ეშინიათ მარტოობის?! მარტო ყოფნა ნიშნავს იყო ყველაზე ძვირფასთან, საკუთარ თავთან…
10. შენი ადამიანები, შენთან მოდიან, მოდიან და რჩებიან. ვინც არ რჩება ის ცხოვრების გაკვეთილია, გაკვეთილი, რომელიც კარგად უნდა ისწავლო.
11. როდესაც გავიფიქრე, რომ ყველაფერი დავკარგე სწორედ მაშინ დაიწყო ყველაზე საინტერესო.
12. ქალად ყოფნა ეს მაგიაა და ყველა ქალშია ეს მაგია… უბრალოდ უნდა გაააქტიურო… და როდესაც ეს მაგია გააქტიურდება, სწორედ მაშინ იწყება სასწაული!!!
14. რა საოცარია არა?! ზიხარ ფინჯანი ყავის თანხლებით და ფიქრობ, რამდენად უმნიშვნელოა, ის რაც სულ რამდენიმე წლის, შეიძლება თვის წინაც კი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
15. ჩვენ პარტნიორში, ჩვენივე შექმნილი პიროვნება გვიყვარდება.
შესაბამისად ჩნდება მოლოდინები.
მოლოდინი, რომელიც ხშირად რეალობას არ შეესაბამება… და იმედს გვიცრუებს….
16. ასე ვიცით ხოლმე ქალებმა, შემოვასკუპებთ მამაკაცს სადღაც, მეცხრე ცაზე და შემდეგ ჩვენ თვითონ ვერ ვწვდებით.
17. საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია, საკუთარი თავის უპირობო სიყვარულია.
18. წლების წინ ვფიქრობდი, რომ ქალისათვის ორმოცი წელი სიბერეა. ეხლა კი როცა მე ვარ ორმოცის მივხვდი, ეს ის ასაკია, როდესაც ზუსტად იცი რა გინდა, სად გინდა და როგორ გინდა.